შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა, რომ ამ დღეს ქვეყნად კეთილი მეფე მოვიდა. ქალაქები შენობათა და ძეგლთა ქვის მემატიანეებში იმ დღეებს აღნიშნავენ, როცა ისინი მიწიერმა მეფეებმა მოინახულეს. ჩვენ კი საკუთარ გულებში ზეციური მეფი...
იხილეთ სრულად
შობა - კეთილი დღე უპირველესად იმ მიზეზითაა, რომ ამ დღეს ქვეყნად კეთილი მეფე მოვიდა. ქალაქები შენობათა და ძეგლთა ქვის მემატიანეებში იმ დღეებს აღნიშნავენ, როცა ისინი მიწიერმა მეფეებმა მოინახულეს. ჩვენ კი საკუთარ გულებში ზეციური მეფის მიერ მონახულების დღეს ჩავწერთ. ხე დალპება, ქვა დაიშლება, ხოლო ის, რაც გულში ინახება, დასძლევს სიკვდილს და მარადიულობას შეერთვის. წმიდა ადამანები ქრისტეს სახელს ისევე ბუნებრივად ახსენებენ, როგორც სუნთქავენ. როდესაც წმიდ...
კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა ნათავარს.
მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით შესწირე მეათედი.
მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით შენი ხელით მონახვეჭისამებრ.
იხილეთ სრულად
კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა ნათავარს.
მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით შესწირე მეათედი.
მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით შენი ხელით მონახვეჭისამებრ.
რადგან უფალი სამაგიეროს მიმზღველია და შვიდწილად გადაგიხდის.
ძღვენს ნუ შეამცირებ, რადგან არ მიიღებს და ნურც უსამართლო შესაწირავის იმედი გექნება.
რადგან უფალი მსაჯულია და მასთან პირფერობა არ ეგება.
იგი არ მიიბრუნებს პირს გლახაკისაგან და ...
სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლე...
იხილეთ სრულად
სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლესიასაც შესამოსლების, წიგნების, სამკაულის, შენობების მოვლისა და შეკეთებისთვის მცირე ხარჯი არა აქვს. ხოლო, თუ აქედან რაიმე გადარჩება, ის ობლების გამოსაზრდელადაა გამიზნული.
ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს.
შვილის გამწვრთნელი შეწენვას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს.
შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გ...
იხილეთ სრულად
ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს.
შვილის გამწვრთნელი შეწენვას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს.
შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს.
აღესრულა მამამისი და, თითქოს, არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი.
ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე.
რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი მადლის გადამხ...
შობა - პირველი ქრისტიანული დღეა სიკეთისა, რომელმაც თავისი შუქით გაანათა ძენი ადამიანისანი და მათ სულებში სიხარული შემოიტანა, პირველი ტკბილი დღე უღმერთოობის მრავალი მწარე დღის შემდგომ.
არ შეიძლება გული მატერიალურს მიუძღვნა. არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეწირებიან მატერიალურს. მთელი დღე იმაზე ზრუნავენ, რომ რაღაც სამუშაო კარგად შეასრულონ, ღმერთზე კი საერთოდ არ ფიქობენ. ნუ მივეცემით ამას ჩვენც. იმუშავეთ ხელებ...
იხილეთ სრულად
არ შეიძლება გული მატერიალურს მიუძღვნა. არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეწირებიან მატერიალურს. მთელი დღე იმაზე ზრუნავენ, რომ რაღაც სამუშაო კარგად შეასრულონ, ღმერთზე კი საერთოდ არ ფიქობენ. ნუ მივეცემით ამას ჩვენც. იმუშავეთ ხელებით, იმუშავეთ ფეხებით, მაგრამ თქვენს გონებას ნუ მისცემთ ნებას, რომ ღვთისაგან მიიდრიკოს. ნუ მიეცემით მატერიალურს მთელი თქვენი არსებით. სხვაგვარად ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება. რამდენადაც ეს შესაძლებელია, სამუშაოს თქვ...