ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

რა არის ხელისუფლების მოყვარეობა?
ეს არის ძალაუფლების, ადამიანის მართვის დაუოკებელი სურვილი, რასაც პიროვნებები ისე მიელტვიან, რომ საიმისო მონაცემები არა აქვთ; როდესაც ძალაუფლება სურთ არა სიკეთის მოსატანად, არამედ მხოლოდ ერთი უგუნური მიზნით - დაიკმაყოფილონ სიამაყე, პატივმოყვარეობა, ანგარება.
ეს არის ძალაუფლების, ადამიანის მართვის

რა ზიანი მოაქვს მოწყინებას და როგორ დავიხსნათ თავი მისგან?
მოწყინება აბნელებს გონებას, ხელს უწყობს სულმოკლეობას, რადგან აქედან მოდის შიში და საძრახი ზრახვები. სევდისაგან თავის დასაღწევათ საჭიროა ცრემლითა და ტირილით ლოცვა. ეს განდევნის მოწყინების სულს (წიგნიდან "ალფა და ომეგა”).
მოწყინება აბნელებს გონებას, ხელს უწყობს

რა არის მოწყინება?
მოწყინება არის ცხოვრებისეულ წარუმატებლობებსა და დანაკარგებზე მეტისმეტი მწუხარება, რომელსაც თან ღვთის გულმოწყალებისადმი უიმედობა ერთვის. ამგვარი მწუხარება სრულიად არ უხდება მართლმადიდებელს - განა ცხოვრებისეულ დანაკარგებზე და წარუმატებლობაზე უნდა იდარდოს, როდესაც იცის, რომ მის თავს ყველაფერი ყოვლადმოწყალე ღვთის ნებით ხდება?! განა უნდა დაკარგოს ღვთის წყალობის იმედი, როდესაც იცის, რომ უფალი გულუხვი და გულმოწყალეა; ქრისტიანს მხოლოდ ერთის დარდი უნდა ჰქონდეს – ეს ღმერთზე დარდია, ესე იგი დარდი იმაზე, რომ იგი სწორედ არ ემსახურება ღმერთს, სრულყოფილად არ ასრულებს მის ნებას. ასეთი მწუხარება ძალზე მხსნელია.
მოწყინება არის ცხოვრებისეულ წარუმატებლობებსა

რა უნდა ვიფიქროთ უნებურ და მოულოდნელ მკვლელობაზე?
უნებური მკვლელი უდანაშაულოდ ვერ ჩაითვლება, თუ მას უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად სათანადო სიფრთხილე არ გამოუჩენია. ყოველ შემთხვევაში იგი საეკლესიო ეპიტიმიას ექვემდებარება.
უნებური მკვლელი უდანაშაულოდ ვერ ჩაითვლება, თუ

რა კვებავს სიძვის ვნებებს?
სიძვის ვნებებს კვებავს უსაქმურობა, სიზარმაცე, ბევრი ძილი, ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ზრუნვა, ნაყროვანება, ღვინის სმა, სხეულის მორთვა, მზერის დაუცველობა, მრისხანება, საპირისპირო სქესთან თავისუფალი ქცევა.
სიძვის ვნებებს კვებავს უსაქმურობა, სიზარმაცე

როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც შევცოდე და სინდისი მამხელს?
როგორც კი შესცოდავ, წადი სულიერ მოძღვართან და სინდისი აღსარებით განიწმინდე. ნუ დაუცდი იმ მომენტს, როდესაც იმარხულებ და ზიარებისთვის მოემზადები, როგორც ზოგიერთი ერისკაცი სჩადის: აი, უბრალო მაგალითი: თუ თეთრეული დაგესვარა, ხომ მაშინვე იცვლი, რეცხავ... სული ხომ თეთრეულზე ბევრად ძვირფასია, შენ კი შემდგომ აღსარებამდე დაბინძურებულს ტოვებ (ბერი გიორგი ათონელი).
როგორც კი შესცოდავ, წადი სულიერ მოძღვართან და

რა უნდა ვიცოდეთ უნებლიეთ ცოდვაში ჩავარდნისას?
მწუხარება ეშმაკისაგან ამბობს: სად გაიქცევი, არ გაქვს სინანული... ეშმაკი ასე იმიტომ ამბობს, რომ ადამიანი ღვთისაგან განდრიკოს; მწუხარება ღვთისაგან კი ამბობს: ნუ გეშინია, მიდი ისევ ღმერთთან, რადგან ქრისტემ უწყის ადამიანური უძლურება და მომადლა მას მხსნელი მონანიება სიკვდილამდე.
მწუხარება ეშმაკისაგან ამბობს: სად გაიქცევი

არის სხვაობა ცოდვის განზრახ ჩადენასა და გატაცების ან უძლურებით ჩადენას შორის?
უდიდესი სხვაობაა განზრახ, ცოდვისკენ მიდრეკილების გამო შეცოდებასა და უძლურებით (როდესაც გსურს, უფალს სათნო ეყო, მაგრამ არ ძალგიძს) შეცოდებას შორის. უდიდესი სხვაობაა ცოდვიან ცხოვრებასა და უძლურების გამო შეფერხებათა შორის, როდესაც უფლის გზაზე დადიხარ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).
უდიდესი სხვაობაა განზრახ, ცოდვისკენ

როგორ ვუყუროთ პატარა ცოდვას, რომელიც ხშირად მეორდება?
ასეთი ცოდვა მომაკვდინებელ ცოდვასთან ახლოს არის. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, მატარა კი - ქვიშის მარცვლებს. ქვიშის მარცვლების დიდი რაოდენობა ზოგჯერ შეიძლება დიდ ქვაზე უფრო მძიმე იყოს. მაგალითად: ტყუილი მომაკვდინებელი ცოდვა არ არის, თუმც როდესაც ხშირად მეორდება, ადამიანს ღვთიურ მადლს ართმევს და სასჯელს მოაწევს (ფსალ.V, 6).
ასეთი ცოდვა მომაკვდინებელ ცოდვასთან ახლოს

ვინ არის ახალგაზრდობის მესაფლავე?
ახალგაზრდობის შვიდი მესაფლავეა: ურწმუნოება, მემთვრალეობა, სიძვა-მრუშობა, მრისხანება, მშობლების უპატივცემლობა, უგუნური მეგობრების წრე და უსაქმურობა.
ახალგაზრდობის შვიდი მესაფლავეა: ურწმუნოება

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

2