ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები
ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, გამონათქვამები ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ, წიგნი
1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის.
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
41. ღვთის მოყვარული არავის აწყენინებს და არავიზე განაწყენდება წარმავალის გამო: ის სხვას აწუხებს და თვითონაც წუხს მხოლოდ ცხონების დარდით, რითაც ნეტარი პავლე დამწუხრდა და კორინთელებიც დაამწუხრა (2კორ. 2,4).
57. თუ "რომელი ძვირსა იტყოდეს ძმისათვის და განიკითხავს ძმასა თვისსა, განიკითხავს ჰსჯულსა" (იაკ. 4,11), ქრისტეს სჯული კი არის სიყვარული (იოან. 13, 34), მაშინ განა მაწყევარი არ განეშორება ქრისტეს სიყვარულს და განა თავად არ ხდება საკ... იხილეთ სრულად
65. ზოგი ვნება სულის გულისწყრომის ნაწილს მიეკუთვნება, ხოლო ზოგი - გულისთქმისას. ერთიც და მეორეც აღმოცენდება გრძნობათა მეშვეობითა და მაშინ, როცა სული სიყვარულისა და თავშეკავების გარეშე რჩება.
25. ღმერთს, თავისი ბუნებით სახიერსა და უბიწოს, ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს, როგორც თავისი ქმნილება. მაგრამ კეთილს განადიდებს, როგორც ზნეობით თავის მსგავსს, ხოლო უკეთურს შეიწყნარებს თავისი მოწყალების გამო, სჯის მას ამ წუთისოფელშ... იხილეთ სრულად
9. თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი.
73. ყური უგდე რას ამბობს ის, ვინც სრულყოფილ სიყვარულს მიაღწია: "ვინ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ურვა თუ იწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, გინდაც მახვილი? რამეთუ წერილ არს; შენთვის გვხოცავენ ყოველდღე; ცხვრებად გვთ... იხილეთ სრულად