წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბასილი დიდი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბასილი დიდი | გამონათქვამები, ციტატები
ყოველგვარ წამოწყებას ზომიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე, ანდა - ზომიერების დაუცველად.
თუ ვინმეს შეუძლია სიტყვით გამოთქვას მთელი ბედნიერება, რაც ადამის მოდგმას გაჩენის დღიდან განუცდია, აღმოჩნდება, რომ იგი ოდნავაც ვერ გაუტოლდება მომავალი ცხოვრების სიკეთეს.
ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა.
შენ ფული იმისთვის კი არ გაქვს, რომ სიღარიბე დათრგუნო, არამედ იმისთვის, რომ ის შეამსუბუქო. მაგრამ შენ დიდსულოვნების ნიღბის ქვეშ სიღარიბეს მხოლოდ აძლიერებ და მოწყალებას ჰყიდი (გაასესხებ რა ფულს პროცენტიან ვალად). გაყიდე, მე არ გიკრძ... იხილეთ სრულად
თუ კეთილდღეობით მცხოვრები სიღარიბის მოლოდინშია, ის მალე არ გაღარიბდება, ხოლო რისი გულისხმისყოფაც არ გსურდა მოლოდინით, იმას გამოცდილებით გაიგებ. ამრიგად, ცხოვრობ რა სიმდიდრეში, ელოდე სიღარიბეს; ტკბები რა კეთილდღეობით, ელოდე შიმშილს... იხილეთ სრულად
სიმდიდრე – უმადური ლტოლვილი, შეურიგებელი კაცისმკვლელი; მოუთვინიერებელი მხეცი; კლდე, ყოველმხრივ ციცაბო; წყალქვეშა კლდე, რომელიც მუდამ ტალღებითაა გარემოცული; ზღვა, ურიცხვი ქარით აბობოქრებული, ტირანი, რომელიც სასტიკად მმართველობს, მბ... იხილეთ სრულად
შევისვენოთ ცოტაოდენი ცრუსაქმეთაგან, და დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ხრწნადზე ზრუნვა? რისთვის ვაგროვებთ ჩვენი ხელით იმას, რაც ნაყოფს არ მოგვიტანს? ჰოი, მხოლოდ უნაყოფო რომ ყოფილიყო და არა მარადიული ცეცხლისთვის საკვების მომცემი! ოდესმე... იხილეთ სრულად