არავინაა უფრო მეტი მტერი ადამიანისა, ვიდრე თავად ის

წმ. მარკოზ მოსაგრე - ციტატები, ამონარიდები
სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს

ყოველი სათნოების დასაწყისი არის უფალი, როგორც დღის სინათლისა - მზე

ყველაფერი, რაც იბადება, მცირედით იწყება, ნელ-ნელა იკვებება და იზრდება

ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ - გონების მეგობრული საუბარი მასთან

გამუდმებით ილოცე ყოველი საქმისას, რათა არაფერი გააკეთო უფლის შეწევნის გარეშე.

უფლის გახსენების ჟამს გაამრავლე თხოვნა, რომ როცა დაივიწყებ უფალს, მან არ დაგივიწყოს.

ვინც თვითონ იძიებს შურს, იგი თითქოს ღმერთს მართლმსაჯულების ნაკლებობაში ადანაშაულებს.

ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება. ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე

საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება