
როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისაკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელნელა იხიბლება ზრახვებით.
როგორც გამოუცდელი ხბო მიიჩქარის ბალახისაკენ და უფსკრულით გარშემორტყმულ ადგილას აღმოჩნდება, ასევე ემართება სულს, რომელიც ნელნელა იხიბლება ზრახვებით.
ქარის მოძრაობის გარეშე ღრუბლები არ წარმოიქმნება. ასევე არ გაჩნდება ცოდვა ზრახვების გარეშე
ნურასდროს იფიქრებ, რომ არად ჩააგდო ზრახვები, რამეთუ არანაირი აზრი უფლისაგან დაფარული არ დარჩება
ყველაფერი, რაც იბადება, მცირედით იწყება, ნელ-ნელა იკვებება და იზრდება
ვინც თვითონ იძიებს შურს, იგი თითქოს ღმერთს მართლმსაჯულების ნაკლებობაში ადანაშაულებს.
საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება
სხვაა საგნების ხედვა და სულ სხვაა - ხედვა ჭეშმარიტებისა. რამდენადაც მზე განსხვავდება მთვარისაგან, იმდენად მეორე სასარგებლოა პირველზე.
ვინც ცოდნას აბუჩად იგდებს და უვიცობით იწონებს თავს, იგი უვიცია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - გონებითაც.
ამჟამინდელი მწუხარება მომავალ მადლთან შეადარე და დაუდევრობა არასოდეს შეასუსტებს შენს ღვაწლს
გამუდმებით ილოცე ყოველი საქმისას, რათა არაფერი გააკეთო უფლის შეწევნის გარეშე.