
ყოველი სათნოების დასაწყისი არის უფალი, როგორც დღის სინათლისა - მზე
ყოველი სათნოების დასაწყისი არის უფალი, როგორც დღის სინათლისა - მზე
უფლის გახსენების ჟამს გაამრავლე თხოვნა, რომ როცა დაივიწყებ უფალს, მან არ დაგივიწყოს.
რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში
საღვთო წერილის სიტყვა საქმით იკითხე და მრავალსიტყვაობას თავი ანებე, რაც მხოლოდ ყურადღების მისაქცევად არის
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ (იმაზე იზრუნე), რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო
ვინაიდან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისათვის
ცოდვაში მყოფს არ ძალუძს მარტომ დაძლიოს ხორციელი გულისთქმები, რამეთუ მისი სხეულის ასონი მუდმივად შეიწყნარებენ და განხურდებიან მათ მიერ. ვნებებს დამონებულთ ლოცვა და მორჩილება მართებთ, რამეთუ შეწევნის მეოხებითაც კი ფრიად საძნელოა უწი... იხილეთ სრულად
თუ წმიდა წერილის თანახმად, მუდამ გემახსოვრება, რომ "ყოველსა ქვეყანასა ზედა არიან სამართალნი" (ფს. 104, 7), მაშინ ყოველი შემთხვევა ღვთისშემეცნების მასწავლებლად გექმნება
სახარებისეული ხედვის უგულვებელმყოფელი თავნება მორწმუნე, რომელიც თავის მოქმედებებში არ ხელმძღვანელობს წმიდა წერილით, ხშირად ბოროტის მანქანებისა და დაგებული ქსელის მსხვერპლი ხდება, ხშირად დაბნეული დიდ უბედურებას გადაეყრება და არ იცი... იხილეთ სრულად
სხვისი განმკითხველი ბეჭედს ასვამს საკუთარ ბოროტ საქმეებს