
ყველა ცოდვა ბერდება ადამიანთან ერთად; მხოლოდ მომხვეჭელობა ახალგაზრდავდება დღითი დღე
ყველა ცოდვა ბერდება ადამიანთან ერთად; მხოლოდ მომხვეჭელობა ახალგაზრდავდება დღითი დღე
როგორც ცეცხლი მოედება შეშას, უფრო და უფრო ღვივდება და ვრცელდება, ისე ვერცხლისმოყვარეობაც, თავდაპირველად პატარა ნაკადულის მსგავსი, საბოლოოდ უსაზღვრო ოკეანედ იქცევა.
სიმდიდრე ბოროტთათვის დაბრკოლებაა, ხოლო კეთილთათვის – სათნოებათა მოპოვების საშუალება
"მე რომ მდიდარი ვყოფილიყავი, – ამბობს მავანი, – მთელ ქვეყანას გავამდიდრებდი!.." სისულელეა. ხშირად ჩვენ, სიმდიდრეში მყოფნი, კაპიკს უფრო ვუფრთხილდებით, ვიდრე მანეთს – სიღარიბეში.
ვისაც სიმდიდრე უყვარს, მას არ ძალუძს მოყვასის შეყვარება
ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უნდა უთხრას.
თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.
ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა აღზრდის დროსაც: შემწყნარებლობა შეერთებული უნდა იყოს სიმკაცრესთან.
მინახავს საკუთარი სიტყვებისაგან მრავალი ცოდვით დაცემული, მაგრამ თითქმის არავინ მდუმარებით.
ბოროტთა სიმშვიდე იმის ნიშანია, რომ ისინი უკვე ცოცხლად არიან დამარხულნი ჯოჯოხეთში.