წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

4. მცნებათა დანიშნულებაა, საგნებზე ფიქრი უმწიკვლო გახადოს, კითხვისა და შემეცნებისა კი - გონება არანივთიერად და არამიწიერად აქციოს. ამის შედეგად ლოცვა გონებაგაუფანტავი ხდება. მცნებათა დანიშნულებაა, საგნებზე ფიქრი

86. როცა გონება სავსებით განიწმინდება ვნებათაგან, მაშინ ის დაუბრკოლებლად მიიწევს ჭეშმარიტების განჭვრეტისაკენ, მისი მიზანია, შეიცნოს წმინდა სამება. როცა გონება სავსებით განიწმინდება ვნებათაგან

77. რა ცხოვრების წესი ახასიათებს ღვთისმოყვარე ადამიანს?
ღვთისმოყვარული დედამიწაზე ანგლოზივით ცხოვრობს, მარხულობს და ფხიზლობს, გალობს და ლოცულობს და ყველა ადამიანის მიმართ ყოველთვის სიკეთეს განიზრახავს
ღვთისმოყვარული დედამიწაზე ანგლოზივით

62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება

61. ღვთის შემეცნების ღირსქმნილსა და ჭეშმარიტად მის სიტკბოს ზიარებულს, სძულს ყოველგვარი სიამე, რომელიც გულისთქმის ძალისაგან წარმოიქმნება. ღვთის შემეცნების ღირსქმნილსა და ჭეშმარიტად


პატივმოყვარეობა - როგორც ამპარტავნების მშობელი

60. პატივმოყვარეობა ამპარტავნობას შობს, რომელიც ზოგჯერ უარყოფილია, ზოგჯერ კი შეწყნარებული. მისი უარყოფისას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გვექმნება, ხოლო შეწყნარებისას ქედმაღლობის გრძნობა გვეუფლება. პატივმოყვარეობა ამპარტავნობას შობს, რომელიც

59. როცა სულს ყველა უწმინდური ვნება დაეუფლება, მისგან პატივმოყვარეობის გულისთქმას განდევნის, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მას სულში შესვლის საშუალებას აძლევს. როცა სულს ყველა უწმინდური ვნება დაეუფლება


ამპარტავნების შესახებ

58. როცა რომელიმე უწმინდურ ვნებას, მაგალითად, ნაყროვანებას ან მრუშობას, ან ანგარებას დაამარცხებ, მაშინვე თავს პატივმოყვარეობის გულისთქმა დაგესხმება. ხოლო როცა მას დაამარცხებ, ამპარტავნობის გულისთქმა დაგძლევს. როცა რომელიმე უწმინდურ ვნებას, მაგალითად


ბრძენსა და უგუნურს გონებას შორის განსხვავება

57. როგორც ხორციელ მშობლებს უყვართ თავიანთი შობილი, ასევე გონებაც, ბუნებრივია, თავის აზრებს ეჯაჭვება და, როგორც მიკერძოებულ მშობელს თავისი შვილი ყველაზე ზრდილი და განვითარებული ჰგონია, სინამდვილეში კი ის, შეიძლება, სხვებზე უარესიც იყოს, ასევე უგუნურ გონებასაც თავისი აზრები ყველაზე ბრძნულად ეჩვენება, თუმცა კი, შეიძლება, ისინი ყველაზე სულელური იყოს. ბრძენს კი ასეთად არ მიაჩნია თავისი აზრები, მაგრამ მაშინაც კი, როცა მათი ჭეშმარიტება და სიკეთე უდასტურდება, მით უფრო არ ენდობა საკუთარ მსჯავრს, არამედ ბრძენთ აქცევს თავისი აზრებისა და განსჯის მსაჯულად, "ცუდად ხომ არ ჰრბიოდა და ჰრბის" (გალ.2.2) და მათგან იღებს დასტურს. როგორც ხორციელ მშობლებს უყვართ თავიანთი


თავმოყვარეობა - ყველა სხვა ვნების დასაწყისი

56. ყველა ვნების დასაწყისი თავმოყვარეობაა. ხოლო დასასრული - ამპარტავნობა. თავმოყვარეობა სხეულის განუსჯელი სიყვარულია, მისი აღმკვეთი ყველა მისგან წარმოქმნილ ვნებას აღკვეთს. ყველა ვნების დასაწყისი თავმოყვარეობაა. ხოლო

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1