მოიძებნა 44 ჩანაწერი
ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში.
თემა: ცოდვა, სიძულვილი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, წუთისოფლის საზრუნავები, ზნეობაავტორი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III)
სულიერება მხოლოდ სულიწმინდის წყალობით ეძლევა ამა თუ იმ პიროვნებას და „სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“ ღვთაებრივი მადლი მხოლოდ ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოთა ძალით მიენიჭება მას.
სწორედ სულის მიერ და სულით ცოცხლობს ეკლესია.
თემა: მადლი, ეკლესია, ეკლესიის საიდუმლოებებიავტორი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III)