ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის გარეშე არაფერი გამოვა. ეს სწამს და ამბობს: „საკუთარი სისხლით მოვაწერ ხელს, რომ არარაობა ვარ და სიკეთის კეთება არ შემიძლია“. ჯერ ხელის მოწერაც კი არ აქვს დამთავრებული, რომ არარაობაა და მაშინვე თავმოწონების გულისსიტყვებს ხედავს! და ფიქრობს: „ახლა, აი, ახლახან საკუთარი სისხლით ვამოწმებდი, რომ არარაობა ვარ და თავმოწონების გულისსიტყვამ როგორ შემომიტია?"
ამგვარად, ცხადია, რომ სიმდაბლეც კი ღმერთმა უნდა მიჰმადლოს ადამიანს. მიუხედავად საკუთარი არარაობის შემეცნებისთვის გაწეული შრომისა, ისევ უფალმა უნდა მოგვცეს ამ არარაობის განცდა.
რადგან ასეა საქმე, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? აღარც სიკეთე აკეთოს, აღარაფერს ეცადოს, არამედ ღვთისგან მოელოდეს სიმდაბლესა და მადლს? არა. ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას ნებისმიერი სათნოების მოსაპოვებლად მოეთხოვება და დაელოდოს დიდი სიმდაბლით და იმის შეგნებით, რომ თუ ღმერთი ინებებს ამ სათნოებამ ხორცი შეისხას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ნაყოფის გამოღებას. სხვაგვარად მხოლოდ შრომა დარჩება. ადამიანი იქამდე მიდის, რომ რწმუნდება – ღვთის

ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა. ამის გამო მამებიც, საკუთარი ძალის გათვალისწინებით, ნაწილობრივ ეწეოდნენ ასკეტურ ღვაწლს. მაგრამ ისინი სიფხიზლით შრომას ესწრაფოდნენ, რადგან ლოცვა და სიფხიზლე ყველაზე სრულყოფილად განსწავლიდა სულიერ საკითხებსა და ჭვრეტაში. ასკეტიზმი მღვიძარების დამხმარე საშუალებაა.

თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კი ერთი ბეწო ჭიანჭველა მოუთვინიერებელ ლომად იქცევა და სულს დიდი შრომა მოუწევს. თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად

საერო ცხოვრებაში შრომა და ტანჯვა ამაოა, მონაზვნურ ყოფაში კი ეს ღმერთის მოპოვებაში გვეხმარება. საერო ცხოვრებაში შრომა და ტანჯვა ამაოა

მღვიძარებით შრომას სიფხიზლის მქონე ადამიანი მიჰყავს ჭვრეტამდე, ჭვრეტიდან სიბრძნემდე, სიბრძნიდან კი სიყვარულამდე, რომლისგანაც ღვთაებრივი ტრფიალება წარმოიშობა. მღვიძარებით შრომას სიფხიზლის მქონე ადამიანი

რა გველის უკანასკნელ ჟამს, როგორი მძიმე შრომა და ძრწოლა! ნეტარ არიან, რომელთაც სულის თვალი ახელილი აქვთ და დიდი მოგზაურობისთვის საგზალს იმზადებენ. მე კი, საწყალობელს, კაცობრიობის ორმა ბოროტებამ – გულმავიწყობამ და უმეცრებამ თვალები დამიბრმავა! რა გველის უკანასკნელ ჟამს, როგორი მძიმე შრომა

პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვართ და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის

image
image თემა: აღზრდა
ავტორი: ილია II

შრომა, რომელსაც ყოველი ბრძოლის დროს ვეწევით, ჩაივლის, გამარჯვება კი დარჩება. შრომა, რომელსაც ყოველი ბრძოლის დროს ვეწევით

შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ გვესმის მისი არსი და მძიმე უღლად მიგვაჩნია იგი. შრომა ყველა მიმართულებით. ჩვენ კი ხშირად არ

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი არა გვაქვს, ათასი ნიჭიც რომ გვქონდეს, არაფერი გამოვა. ნიჭი ჩახმება შრომა ჩვენი ნიჭის სალესია. სადაც ეს სალესი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3