
შესაძლებელია ამ სოფელში იცხოვრო, მაგრამ ამ სოფლისა არ იყო
შესაძლებელია ამ სოფელში იცხოვრო, მაგრამ ამ სოფლისა არ იყო
ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამქვეყნადაა, არაფერს ნიშნავს იმისათვის, ვისთვისაც უფალი ყველაფერია.
ძნელია, შენში მოაკვდინო სოფელი, სანამ შენს თავს არ მოაკვდინებ სოფლისათვის – ცოდვათა მიზეზებისათვის.
რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმიდის მადლით.
თუ არ შეგიძლია მოსწყდე სოფელს, მაშინ იღვაწე, რათა, ყოველ შემთხვევაში, შენში აღმოფხვრა სიბრძნე ამა სოფლისა.
როგორც უდაბნოში მხოლოდ გარეგნული მყოფობა ვერავის გადაარჩენს, ასევე ვერავის დაღუპავს ამ სოფელში მხოლოდ გარეგნული ცხოვრება.
ადამიანს ადგილი კი არ აცხოვნებს, არამედ - საქციელი. ჩვენი წინაპარი ადამი სამოთხეში დაეცა, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც დაიცვა თავი.
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.
თუ სული სოფლის ბორკილებისაგან არ გათავისუფლდა, ვერ შეძლებს გულწრფელად უყვარდეს ღმერთი, რამეთუ ყოფითი საზრუნავი, ღირსი ანტიოქეს თქმით, რაღაც საბურველის მსგავსია მისთვის
როდესაც კეთილი ბოროტის ზნეს არ ღებულობს, თუნდაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ამიტომ ადამიანებს კი არ უნდა გავექცეთ, რომლების შესაძლოა, კეთილთა მაგალითით გამოსწორდნენ, არამედ - ადამიანთა გარყვნას.