განსაცდელის გარეშე ვინ შესულა სამოთხეში, ჩვენ რომ შევიდეთ? არავინ. ყველა წმინდანმა ცეცხლი და წყალი, მრავალნაირი განსაცდელი და მწუხარება გაიარა, მოთმინებით ადიდა ღმერთი და საუკუნო დიდების გვირგვინი მიიღო!
განსაცდელის გარეშე ვინ შესულა სამოთხეში, ჩვენ რომ შევიდეთ? არავინ. ყველა წმინდანმა ცეცხლი და წყალი, მრავალნაირი განსაცდელი და მწუხარება გაიარა, მოთმინებით ადიდა ღმერთი და საუკუნო დიდების გვირგვინი მიიღო!
იფხიზლე, შვილო. ძვირფას დროს ცვალებად ფიქრებში ნუ ფლანგავ, რომ მომავალ უფალს ხელცარიელი არ დავხვდეთ და მშვენიერი სასუფევლის გარეთ არ აღმოვჩნდეთ.
უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.
გონს მოვეგოთ და გავმხიარულდეთ იესო ქრისტეს წმინდა სიყვარულით, რადგან ვნებიანი სულები ზეციურ იერუსალიმში ვერ მოხვდებიან. იქ მხოლოდ უბიწო სულები შევლენ სიხარულითა და ზეიმით.
გიყვარდეთ, მოითმინეთ, სხვის შეცდომებზე თვალი დახუჭეთ, ნუ განრისხდებით, ნუ გაცეცხლდებით, შეუნდეთ ერთმანეთს, რომ ამით ქრისტეს მიემსგავსოთ და სასუფეველში მისი სიახლოვის ღირსნი გახდეთ.
ნეტარია, ვისაც ანთებული ექნება ზეთით სავსე ლამპარი. ასეთები, მხიარულებითა და სულიერი ტკბობით აღსავსენი, ქრისტესთან ერთად საუკუნო ქორწილში შევლენ.
ქრისტიანის ბრძოლა სასახელოა, რადგან ჯილდო რაიმე წარმავალი კი არა, მარადიული დიდება იქნება ზეცაში! მაშ, ნეტარია ის, ვინც ღვთისთვის ბრძენი გამოდგება, რადგან როცა ღმერთი მოუხმობს და მიწიერი ცხოვრების შესახებ პასუხს მოჰკითხავს, გამოუვ... იხილეთ სრულად
გამხნევდი, შვილო, ბრძოლაში. შეისწავლე საღვთო სჯული. იმეორე იესოს ლოცვა, რომელიც განგვწმენდს და გვაცხონებს. თავი ბრძოლის ცეცხლში ჩაიგდე და ღმერთი ჯილდოდ შვებას მოგანიჭებს – როგორც არაერთხელ მომხდარა აქამდეც – იმ ნათელი იმედით, რომ ... იხილეთ სრულად
იღვაწე... რადგან მწყემსების მოვალეობაა თავის გაწირვა იმ ცხვრებისთვის, რომელთა მწყემსვაც იტვირთეს. სამგზის სანატრელნი არიან მწყემსები, რომლებიც კეთილად მწყემსავენ სიტყვიერ ცხვრებს, რადგან მათ ზეცაში დიდი და მარადიული სიმდიდრე ელით!
რა დიდია დანიშნულება! რა უწმინდესია მოწოდება! იქ, ღვთის საყდრის მახლობლად, სულები ქრისტეს ღვთაებრივ მშვენიერებას იხილავენ და შემეცნებიდან შემეცნებისკენ, ჭვრეტიდან ჭვრეტისკენ, ღვთაებრივი მადლის საუნჯის გამრავლებისკენ აღემართებიან! იხილეთ სრულად