განრისხებულის აზრები ტოლფასია მათი ქმნისა, რომელიც მის დამბადებელ გულს ნთქავს.
თუკი რომელიმე თქვენთაგანი დღის განმავლობაში ვერ შეინარჩუნებს სიმშვიდეს და სიყვარულს მოყვასის მიმართ, იჩხუბებს ან კი რაიმე უსიამოვნო შეგრძნებები შეიპყრობს, მზის ჩასვლამდე დაიცხროს გული და შენდობა ითხოვოს მისგან.
მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა ანდა საჭიროების შემთხვევაში აღშფოთების არგამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და - არა მოკრძალები...
იხილეთ სრულად
მოკრძალებულიც შეიძლება გონივრულად განრისხდეს, მაგრამ ისე, რომ საკუთარ თავში მოკრძალებულობის სრულყოფილება არ დააზიანოს. შეუძვრელად დარჩენა ანდა საჭიროების შემთხვევაში აღშფოთების არგამოხატვა უსულო ბუნების ნიშანია და - არა მოკრძალებისა.
link
ის კაცი, რომელიც ისრე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ დაზოგავს კაცსა, სრულიად მხეცი არის და ღვთი სახე აღარ არის მის გულში; ხოლო კაცი გონიერი და ღვთის მოშიში გულს გაიმაგრებს, არ გაჯავრდება ...
იხილეთ სრულად
ის კაცი, რომელიც ისრე გულფიცხელია და ისე გაჯავრდება, როგორც გაცოფებული მხეცი, და გაჯავრებული არ დაზოგავს კაცსა, სრულიად მხეცი არის და ღვთი სახე აღარ არის მის გულში; ხოლო კაცი გონიერი და ღვთის მოშიში გულს გაიმაგრებს, არ გაჯავრდება და თუ გინდ გული მოუვიდეს და გაფიცხდეს, მაინც ისრე არ მოიქცევა, რომ მხეცს დაემსგავსოს.
link
საშინელი ის არის, და იქმნება თქვენც გაგეგონოსთ ამისთანა მაგალითი, რომ გაფიცხებულს კაცს ჩხუბში მოეკლას კაცი. აჰა, რა საშინელს ცოდვასა შინა შთავარდება კაცი, თუ გაფიცხელდა. ამისთვის, ძმაო, როდესაც გული მოგივა და გაფიცხლდები, მოიგონე ...
იხილეთ სრულად
საშინელი ის არის, და იქმნება თქვენც გაგეგონოსთ ამისთანა მაგალითი, რომ გაფიცხებულს კაცს ჩხუბში მოეკლას კაცი. აჰა, რა საშინელს ცოდვასა შინა შთავარდება კაცი, თუ გაფიცხელდა. ამისთვის, ძმაო, როდესაც გული მოგივა და გაფიცხლდები, მოიგონე ეს სიტყვა მაცხოვრისა: „ნეტარ იყვნენ მშვიდნი“ და გული დაიმშვიდე და გექმნება ღვთისაგან დიდი მადლი.
link
რომელ თქვენგანს შეუძლია, განრისხების ჟამს უკბინოს ადამიანს. ალბათ იტყვით, რომ ეს შეშლილის საქციელია. ახლა მოუსმინეთ, რას ამბობს იოანე ოქროპირი ამის გამო: „ფიზიკურ კბენაზე უარესია სიტყვიერად ამ ბოროტების ჩადენა, რადგანაც პირველნი ხ...
იხილეთ სრულად
რომელ თქვენგანს შეუძლია, განრისხების ჟამს უკბინოს ადამიანს. ალბათ იტყვით, რომ ეს შეშლილის საქციელია. ახლა მოუსმინეთ, რას ამბობს იოანე ოქროპირი ამის გამო: „ფიზიკურ კბენაზე უარესია სიტყვიერად ამ ბოროტების ჩადენა, რადგანაც პირველნი ხორცს გლეჯენ კბილებით, ხოლო მეორენი სულს ასახიჩრებენ სიტყვებით, უკურნებელ ჭრილობას აყენებენ ღირსებას. რაც უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს ამის ჩამდენი სხვას, მით მეტი იქნება მისი სასჯელი“
link
ქვეყანაზე არ არსებობს ვითარება, რომლის გამოც გაბრაზება ღირდეს. რა არის სულზე და მის სიმშვიდეზე უმჯობესი? მაგრამ ჯვარი ადვილად გვართმევს სიმშვიდეს. ადამიანი თვითონაა თავისი თავის მიმართ დამნაშავე. ისევ თვითონ იბერება და სხვის უსამა...
იხილეთ სრულად
ქვეყანაზე არ არსებობს ვითარება, რომლის გამოც გაბრაზება ღირდეს. რა არის სულზე და მის სიმშვიდეზე უმჯობესი? მაგრამ ჯვარი ადვილად გვართმევს სიმშვიდეს. ადამიანი თვითონაა თავისი თავის მიმართ დამნაშავე. ისევ თვითონ იბერება და სხვის უსამართლობებს აზვიადებს თავის სულში. გულში ფარულად ითვისებს სხვათა ცოდვების გასამართლებას, დასჯის უფლებას და არა თავისას. ეს ყველაფერია... ადამიანი რომ ხედავდეს თავის ცოდვებს და განიცდიდეს, სიბრაზეც არ შეიპყრობდა
link
„გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ. მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“. როდესაც გესმის, ძმაო ჩემო, ეს სიტყვები: „გული გიწყრებოდეს“, არ იფიქრო, რომ მოციქული პავლე წყრომის და მრისხანების ნებას გაძლევდეს. რადგანაც იმან იცის, რომელ ჩვე...
იხილეთ სრულად
„გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ. მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“. როდესაც გესმის, ძმაო ჩემო, ეს სიტყვები: „გული გიწყრებოდეს“, არ იფიქრო, რომ მოციქული პავლე წყრომის და მრისხანების ნებას გაძლევდეს. რადგანაც იმან იცის, რომელ ჩვენი დაცემულის ბუნებისათვის შეუძლებელია ზოგჯერ მაინც გულისწყრომა არ მოუვიდეს კაცს, ამას დაგითმობს და გეტყვის: რადგანაც შეუძლებელი არისო გული არ გიწყრებოდესო, იმოდენა მაინც ეცადე, რომ ცოდვად არ გადაიქცეს გულისწყრომაო
link
როდესაც გულისწყრომა მომდინარეობს ამპარტავნებისაგან, ანგაარებისაგან, ანუ სხვათა ამის მსგავსთა გრძნობათაგან, მაშინ ადვილად შთაგაგდებს შენ იგი ცოდვასა შინა. მაშინ შენ უნდა მალე დააცხრო ესრეთი გულისწყრომა. ამისთვის იტყვის მოციქული: „მ...
იხილეთ სრულად
როდესაც გულისწყრომა მომდინარეობს ამპარტავნებისაგან, ანგაარებისაგან, ანუ სხვათა ამის მსგავსთა გრძნობათაგან, მაშინ ადვილად შთაგაგდებს შენ იგი ცოდვასა შინა. მაშინ შენ უნდა მალე დააცხრო ესრეთი გულისწყრომა. ამისთვის იტყვის მოციქული: „მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქვენსა“. მართლა, ვინ არ იცის რაოდენთა ცოდვათა შინა შთააგდებს კაცს მრისხანება, მეტადრე უგნური. როდესაც კაცი განრისხდება, მაშინ ყოველი, რაც არის მის სულში და გულში კეთილი თვისება და გრძნობა, დაჩ...
link
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მ...
იხილეთ სრულად
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მიერ, მაგრამ მათ მიმართ განრისხება ან გულისწყრომა არ ეგების, რადგან რისხვა ვნების შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ, არათუ - განმსჯელობისა და სიმართლის ნიშნით. ამასთან, არც ის გვმართებს, რომ ვიწონებდეთ არაჯეროვნად შემწყნარებლე...
link