იმისათვის, რომ მოთმინება მოიხვეჭო მწუხარებასა და განსაცდელში - გწამდეს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.
ღვთის ნების გარეშე, ნამცეცის გადაგდებაც არ შეუძლია დემონს
უფლის გარეშე არა მხოლოდ ადამიანების ქალაქები ან სახლები, ჩიტის ბუდეც ვერ აშენდება.
თუნდაც მხოლოდ ადამიანთა ხელსა და ადამიანთა ქმედებას ხედავდე შენს მწუხარებაში, მაინც აუცილებლად იფიქრე ასე: "ეს არ მომივიდოდა, ღმერთს რომ არ დაეშვა".
ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებ...
იხილეთ სრულად
ამ ქვეყნად ღვთის განგებულებით აღესრულება ყველაფერი. აქედან ნაწილი სათნოა უფლისათვის, ზოგიც მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ორივეს საბოლოო შედეგი ეკლესიისა და საერთოდ მორწმუნეთათვის მხოლოდ დადებითია, რადგან, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, უფლის მიმდევართ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ. მძიმე განსაცდელიც კი ქრისტიანისათვის სიკეთის მომტანია, რადგან იგი ჩვენს გამოსასწორებლადაა დაშვებული.
link
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვ...
link
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხი...
იხილეთ სრულად
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია აღრეული. კარგი იქნებოდა ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცაღა ღმერთი სარგებელს ამ გა...
link
897. რატომ გამოცდის ადამიანს სატანა?
იხილეთ სრულად
სატანას არა აქვს არავითარი უფლება, რომ ვინმე გამოსცადოს და თუ მაინც ცდის, ამას იგი აკეთებს მხოლოდ ღვთისაგან დაშვებით. ხოლო ღვთისაგან დაშვება ხდება ან ადამიანების ცოდვებისათვის დასასჯელად, ან არადა, მათი განსწავლისათვის, რათა მათ შესძინოს მეტი გამოცდილება.
link
ზოგჯერ ღმერთი გარკვეული დროით მიატოვებს ხოლმე ადამიანს, რათა სხვა ადამიანს შეეწიოს, რომელიც მისი მაგალითით უნდა გამოსწორდეს. ასეთნი არიან ჩვენთვის გლახაკი ლაზარე და მდიდარი (ლუკა 16, 19-31). მართლაც, როცა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იტ...
იხილეთ სრულად
ზოგჯერ ღმერთი გარკვეული დროით მიატოვებს ხოლმე ადამიანს, რათა სხვა ადამიანს შეეწიოს, რომელიც მისი მაგალითით უნდა გამოსწორდეს. ასეთნი არიან ჩვენთვის გლახაკი ლაზარე და მდიდარი (ლუკა 16, 19-31). მართლაც, როცა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იტანჯებიან სხვები, ბუნებრივად ვხდებით უფრო თავმდაბალნი, მორჩილნი და კეთილნი, ზოგიერთ ადამიანს კი ღმერთი სხვა ადამიანის განსადიდებლად მიატოვებს ხოლმე და არა თვით მისი თუ მისი მშობლების გამო. ასე მაგალითად, შობიდანვე ბრმა ად...
link
128. გააჩნიათ თუ არა ეშმაკებს ადამიანებზე ძალაუფლება?
იხილეთ სრულად
მათ არა აქვთ ხელმწიფება ვინმეს წინააღმდეგ, თუ ღმერთმა არ დაუშვა და არ მისცა ნება საღმრთო განგებულების მიზნით, როგორც მართალი იობის შემთხვევაში. ისინი ძლიერნი არიან მხოლოდ ღმერთის დაშვების წყალობით და შეუძლიათ ისეთი სახე მიიღონ, როგორიც მოესურვებათ
link