წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სულიწმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.
თუ სულზე არ ვზრუნავთ, სხეულსაც ვანგრევთ. ვინც უგულებელყოფს ყველაზე ძვირფას ნაწილს იმისათვის, რომ აღამაღლოს ნაკლებად ღირებული, იგი როგორც ერთ, ისე მეორე ნაწილს ღუპავს. პირიქით, ვინც ზრუნავს სულზე, ის სულსაც იცავს და მთელ სხეულსაც.
გინდათ თქვენი სულის ფასი იცოდეთ? შეხედეთ გამოსყიდვის ფასს. არა მთელი ქვეყნის ოქრო, მთელი ქვეყანაც კი, იმ ყველაფრით, რაც კი მასშია, არამედ თავად უფალი იყო ჩვენი გამოსყიდვის ფასი.
როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას ჯადოქარ-გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და ისინი გიშველიან, განგკურნავენო, შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად... იხილეთ სრულად
როდესაც ძუნწი თავადაა საკუთარი თავის მტერი, მაშინ განა შეიძლება იყოს ვინმესთვის კეთილი და სასარგებლო?
თ. 14-5
განა ძუნწი ციებ-ცხელებით დაავადებულს არ ჰგავს, რომელიც ყველაზე ულმობელი წყურვილით ითანგება, თუმცა, შეიძლება წყალს სათავიდანაც კი ხაპავდეს.
სიყვარული და მისწრაფება სიმდიდრისადმი არაბუნებრივი ვნებაა; სიმდიდრის ნდომა არც ბუნებისმიერია და არც აუცილებელი, ეს სრულიად ზედმეტია ადამიანისათვის.