წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

75. ღვთისაგან ჩვენთვის გამოსაყენებლად ბოძებულ საგანთა შორის ზოგი სულშია, ზოგი - სხეულში, ზოგი კი - სხეულის მახლობლად. სულში სულიერი ძალებია, სხეულში - გრძნობები და სხვა ნაწილები, სხეულის მახლობლად - საკვები, მამული, ფული და სხვა. ამ საგნების კეთილი ან უკეთური გამოყენებითა და აქედან გამომდინარე შემთხვევათა მიხედვით ჩვენ ან სათნონი ვართ, ან მანკიერნი. ღვთისაგან ჩვენთვის გამოსაყენებლად ბოძებულ

74. გონება ცოდვილ ზრახვებს შემდეგი სამი გზით იღებს: გრძნობათა მეშვეობით, სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე და მოგონებებიდან. გრძნობათა მეშვეობით, - როცა მათზე (გრძნობებზე) ისეთი საგნები მოახდენენ შთაბეჭდილებას, რომელთა მიმართაც ჩვენ ვნება გაგვაჩნია და ისინი გონებაში ვნებიან ზრახვებს აღძრავენ; სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე, როცა თავს არ ვიკავებთ საკვებთან მიმართებაში, ანდა დემონის ან რომელიმე ავადმყოფობის ზემოქმედების შედეგად შეცვლილი სხეულის მდგომარეობა გონებაში ვნებიან ზრახვებს ან კიდევ ღვთის ნებისადმი წინააღმდეგობას აღძრავს; მოგონებებიდან, - როცა წარმოსახვა იმ საგნებზე ფიქრს განაახლებს, რომელთა მიმართაც ვილტვოდით და ამგვარად გონებაში ვნებიან ზრახვებს წარმოშობს. გონება ცოდვილ ზრახვებს შემდეგი სამი გზით

73. საგნები გონებამიღმადია, ხოლო მათზე ფიქრი კი გონებაში ხდება. ამიტომ მას ძალუძს, ისინი ან კარგად ან ცუდად გამოიყენოს, რამეთუ აზრების ცოდვილ გამოყენებას ნივთების ბოროტი გამოყენება მოსდევს. საგნები გონებამიღმადია, ხოლო მათზე ფიქრი კი

72. რამდენადაც საქმით შეცოდებასთან შედარებით ფიქრით შეცოდება უფრო ადვილია, იმდენად საგნებით ბრძოლასთან შედარებით, აზრებით ბრძოლა უფრო რთულია. რამდენადაც საქმით შეცოდებასთან შედარებით

71. ბოროტი სულები გვებრძვიან ან საგნებით, ან საგნებისადმი ვნებიანი ზრახვებით. საგნებით ებრძვიან მას, ვინც საგანთა შორის ტრიალებს, ხოლო ვნებიანი ზრახვებით მას, ვინც საგნებს განეშორა. ბოროტი სულები გვებრძვიან ან საგნებით

70. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში ავხორცული საქმეებისადმი დაუძლეველ მიდრეკილებას წარმოშობს, ხოლო გულისწყრომის ხშირი აღშფოთება, გონებას ალაჩრებს და გამბედაობას ართმევს. პირველს კურნავს ხანგრძლივი ღვაწლი მარხვაში, მღვიძარებასა და ლოცვაში; მეორეს - სიკეთე, კაცთმოყვარეობა, სიყვარული და მოწყალება. სულის გულისთქმის ნაწილის ხშირი აღგზნება სულში

69. როცა ავხორცობა იზრდება, მაშინ გონება ძილში სიამეთა მომგვრელ საგნებზე ოცნებობს; ხოლო, როცა გულისწყრომა იზრდება, მაშინ ის შიშისმომგვრელ საგნებს ხედავს; არაწმინდა სულები თავის თანაშემწედ ჩვენსავე დაუდევრობას იყენებენ და აღძრავენ და აძლიერებენ ვნებებს; ხოლო მათ წმიდა ანგელოზები ამცირებენ მაშინ, როცა ჩვენ სათნოებათა აღსრულებისაკენ გვიბიძგებენ. როცა ავხორცობა იზრდება, მაშინ გონება ძილში

68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყოფელის შურისგებაზე, შურიანისა - იმის უბედურებაზე, ვისიც შურს. იგივე ხდება სხვა ვნებათა შემთხვევაშიც, რამეთუ ვნებებით მოცული გონება ვნებიან აზრებს წარმოშობს. სხეულის მღვიძარებისა თუ ძილის ჟამს. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი

67. ამბობენ, ხუთი მიზეზის გამო დაუშვებს ღმერთი, რომ დემონები შეგვებრძოლონ: პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენ, ნაბრძოლთ და წინააღმდეგობაგამოვლილთ, შეგვეძლოს სათნოებისა და ცოდვის გარჩევა; მეორე - როცა ჩვენ ბრძოლითა და შრომით მოვიპოვებთ სათნოებებს, მტკიცედ და ერთგულად დავიცავთ მათ; მესამე - ჩვენ, სათნოებებში წარმატებულები, ჩვენს თავზე მაღალ წარმოდგენას კი არ ვიქონიებთ, არამედ სიმდაბლეს ვისწავლით; მეოთხე - როცა საქმით გამოვცდით ცოდვის ბოროტებას, სავსებით შევიძულებთ მას; მეხუთე და უმთავრისია ის, რომ ჩვენ, უბოწოქმნილთ, არ დაგვავიწყდება ჩვენი უძლურებანი და ჩვენი შემწე ძალნი. ამბობენ, ხუთი მიზეზის გამო დაუშვებს ღმერთი

66. ცოდვილისათვის შეუძლებელია, მომავალ სამსჯავროს გადაურჩეს ამქვეყნიური ნებსითი მძიმე შრომისა, ან უნებლიე უბედურებით გამოწვეული ტანჯვის გარეშე. ცოდვილისათვის შეუძლებელია, მომავალ სამსჯავროს

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1