წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სახარება მოითხოვს ჩვენგან მოყვასის სიყვარულსა არა სუსტსა, არამედ დიდსა; მოყვასი ისე უნდა გვიყვარდეს, ვითარცა თავი ჩვენი. სახარება მოითხოვს ჩვენგან მოყვასის სიყვარულსა

თუ გსურს ძმაო, განმტკიცდეს შენს გულში სიყვარული ღვთისა, წარმოიდგინე ხშირად, რაოდენი სიყვარული აქვს თვთით ღმერთსა შენზედ, რაოდენი განგებულება აღასრულა ღმერთმან შენის განათლებისა და ცხოვნებისათვის. თუ გსურს ძმაო, განმტკიცდეს შენს გულში

სიყვარული ღვთისა უნდა იყოს ჩვენს გულში უმაღლესი და უმტკიცესი ყოველთა სხვათა გრძნობათა, ესრეთ რომელ ყოველი სხვა სურვილი და სიყვარული გულისა ჩვენისა ემორჩილებოდეს ღვთის სიყვარულსა. სიყვარული ღვთისა უნდა იყოს ჩვენს გულში

მშვიდობის-მყოფელი ისაა, ვინც არამარტო თვითონ ცხოვრობს მშვიდობით და მყუდროდ, არამედ წაჩხუბებულებსაც და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილოდაც არიგებს. მაცხოვარი მათ დიდსა და გამოუთქმელ ჯილდოს აღუთქვამს - ისინი ძედ ღმრთისად იწოდებიან. ეს იმიტომ, რომ ღმერთს მშვიდობა და მყუდროება უყვარს, საღმრთო წერილში იგი თავისთვის ღმერთს მშვიდობისას და მამას მოწყალებისას უწოდებს. მშვიდობის-მყოფელი ისაა, ვინც არამარტო თვითონ

მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი ქრისტიანისთვის. ღმრთისმსახურება, ცხონება და ზეცისადმი მისწრაფება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც მშვიდობა სუფევს. ღმერთი ამ ზეგარდმო ნიჭს იმ ქვეყანასა და ერს ანიჭებს, რომელშიც კეთილი სარწმუნოება და ღმრთისმსახურება სუფევს, რომელშიც წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედაა დამყარებული და ერის ზნეობას აშენებს. მშვიდობა უსაჭიროესი ნიჭია ყოველი

მხნე იყვენით და განძლიერდით, იტყვის მოციქული პავლე. მხნეობა მღვიძარებაზე უმჯობესი და უდიდესი თვისება არის. მხნეობა არის ძალა და სიმტკიცე კაცის სულისა. მხნე კაცი ის არის, რომელიც ყოველს საქმეს და შრომას ასრულებს ხალისიანად და სასოებით, რომელსა საქმე არ მოეწყინება, რაც გინდა ძნელი იყოს, მეტადრე არ მოეწყინება კეთილი, სულიერი საქმე და ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს. სადაც სუსტი და სულმოკლე ადამიანი დაღონდება და არ იცის რა ქმნას, იქ მხნე კაცი უმეტესად გაღონიერდება. მხნე კაცი ყოვლისა სამწუხარო შემთხვევისაგან და მავნებელისა მოვლინებისაგან გამოვა ძლევაშემოსილი; ასჯერ რომ დამარცხდეს და საქმე გაუფუჭდეს, მაინც არ დაღონდება, არამედ ხელახლა მიუბრუნდება თვისსა შრომასა და საქმესა და ბოლოს უთუოდ ერთხელ გაიმარჯვებს. მხნე კაცი უბედურებასა შინა არ იქმნება განლაღებული. ერთი სიტყვით, მხნეობა არის უძვირფასესი თვისება ადამიანისა. მხნე იყვენით და განძლიერდით, იტყვის მოციქული

თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ მოვიდა, რომ ადამის მოდგმა ღმერთთან შეერიგებინა. იესო ქრისტემ ღმერთსა და კაცს შორის მშვიდობა დაამყარა. აი, როგორი დიდი და პატიოსანი საქმე ყოფილა ღვაწლი ქვეყნად მშვიდობის დამყარებისათვის. ამ სათნოების შეძენას ყოველი ქრისტიანი უნდა ესწრაფოდეს. თუ მშვიდობის-მყოფელს ძე ღმრთისა ეწოდება, მაშინ შფოთის-მყოფელი ეშმაკის შემწე ყოფილა და ასეცაა, ეშმაკს უხარია, როცა ადამიანებს შორის ჩხუბს, შფოთს და შურს ხედავს (I, 529-530). თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ქვეყნად იმიტომ

თუ ქრისტიანემ დაიძინა, მღვიძარე არ არის ის და ფრთხილად არ იქცევა, ადვილად შთავარდება იგი განსაცდელსა შინა და მოაკლდება სარწმუნოებასა, ესე იგი, სულიერსა თვისსა სიცოცხლესა, სულიერსა საუნჯესა. თუ ქრისტიანემ დაიძინა, მღვიძარე არ არის ის და

ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, ან გამოისახავ, მაშინვე გოლგოთას მთა და ჯვარზე გაკრული მაცხოვარი წარმოიდგინე და გაიაზრე, რომ ეს შენი განათლებისა, გამოხსნისა და ცხონებისათვის მოხდა. ამიტომ ეცადე, რომ შენც გერგოს ეს მადლი და გეშინოდეს, რომ ცუდი ცხოვრებით ჯვარცმა ქრისტესი არ გააუქმო. ოდეს შეხედავ ჯვარს ან ემთხვევი, გამოისახავ

წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და სასოებით ვცხოვრობთ, ჩვენც ვაღიარებთ ქრისტეს - წინაშე ყოველთა კაცთა, ხოლო თუ პირიქით ვიქცევით, მაშინ უფალს საქმით უარვყოფთ, რომელიც სიტყვით უარყოფაზე უარესია. წმინდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1