თუ ადამიანი, ბუნებით მშვიდი და ვნებააღუძვრელი, საკუთარი სულიერი განვითარებისათვის დახმარებას თავისი ხასიათიდან იღებს, მაშინ სხვა, ცოცხალი და მრისხანე ხასიათისა, ორჯერ მეტ შეწევნას იღებს თავის ხასიათში ჩადებული ძალიდან, ამისათვის ს...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანი, ბუნებით მშვიდი და ვნებააღუძვრელი, საკუთარი სულიერი განვითარებისათვის დახმარებას თავისი ხასიათიდან იღებს, მაშინ სხვა, ცოცხალი და მრისხანე ხასიათისა, ორჯერ მეტ შეწევნას იღებს თავის ხასიათში ჩადებული ძალიდან, ამისათვის საკმარისია მხოლოდ, რომ მან იგი საკუთარი ვნებებისა და მზაკვარის წინააღმდეგ მიმართოს.
ის, ვინც ეგოისტურად და აღშფოთებით (თავისი ვნებებიდან გამომდინარე) ღვთის სიტყვას ქადაგებს, ზღარბს ემსგავსება, რომელიც თავის ბურძგლებზე ბავშვების დასაპურებელ ყურძნის მარცვლებს ატარებს, მაგრამ თავისი ნერვული მოძრაობით უფრო აზიანებს მ...
იხილეთ სრულად
ის, ვინც ეგოისტურად და აღშფოთებით (თავისი ვნებებიდან გამომდინარე) ღვთის სიტყვას ქადაგებს, ზღარბს ემსგავსება, რომელიც თავის ბურძგლებზე ბავშვების დასაპურებელ ყურძნის მარცვლებს ატარებს, მაგრამ თავისი ნერვული მოძრაობით უფრო აზიანებს მათ, ვიდრე აპურებს, - განსაკუთრებით თუკი ისინი პატარები და ნაზები არიან.
როცა ვინმე მარტოობას გირღვევთ, ჯავრი და გულისწყრომა არ გამოგადგებათ... ეს თავის განდიდების გამოვლინებაა: როგორ გაბედა ვინმე და ხელი შეგიშალათ! ამ დროს მტერიც იქვე ახლოსაა შემომძვრალი. მოიმართეთ, არ მიეცეთ ასეთ განწყობას. სიძულვილი...
იხილეთ სრულად
როცა ვინმე მარტოობას გირღვევთ, ჯავრი და გულისწყრომა არ გამოგადგებათ... ეს თავის განდიდების გამოვლინებაა: როგორ გაბედა ვინმე და ხელი შეგიშალათ! ამ დროს მტერიც იქვე ახლოსაა შემომძვრალი. მოიმართეთ, არ მიეცეთ ასეთ განწყობას. სიძულვილი და გაჯავრება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ისინი უკეთურ აზრებსა და გრძნობებს ეხება.
ქვეყანაზე არ არსებობს ვითარება, რომლის გამოც გაბრაზება ღირდეს. რა არის სულზე და მის სიმშვიდეზე უმჯობესი? მაგრამ ჯვარი ადვილად გვართმევს სიმშვიდეს. ადამიანი თვითონაა თავისი თავის მიმართ დამნაშავე. ისევ თვითონ იბერება და სხვის უსამა...
იხილეთ სრულად
ქვეყანაზე არ არსებობს ვითარება, რომლის გამოც გაბრაზება ღირდეს. რა არის სულზე და მის სიმშვიდეზე უმჯობესი? მაგრამ ჯვარი ადვილად გვართმევს სიმშვიდეს. ადამიანი თვითონაა თავისი თავის მიმართ დამნაშავე. ისევ თვითონ იბერება და სხვის უსამართლობებს აზვიადებს თავის სულში. გულში ფარულად ითვისებს სხვათა ცოდვების გასამართლებას, დასჯის უფლებას და არა თავისას. ეს ყველაფერია... ადამიანი რომ ხედავდეს თავის ცოდვებს და განიცდიდეს, სიბრაზეც არ შეიპყრობდა
665. როდესაც დავინახავ, რომ ვიღაცა სიწმიდეს შეურაცხყოფს, ან წმინდა სარწმუნოებას გმობს, მაშინ თითქოსდა მოშურნეობის გამო ვღშფოთდები მასზე. რას ნიშნავს ეს?