გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები
გარდაცვალება, სიკვდილი - ციტატები, გამონათქვამები გარდაცვალება, სიკვდილი, გამონათქვამები
წმინდა წერლიდან ვიცით, რომ პირველქმნილ ცოდვას მოჰყვა მისი შედეგი, - სიკვდილი, სიკვდილს კი, - ჯოჯოხეთი და ეშმაკის მეუფების ტყვეობაში გარდაცვლილთა სულების დამკვიდრება. ასე გახდა სიკვდილი და ხრწნილება ადამიანის და მის დაქვემდებარე... იხილეთ სრულად
ვინც ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებს ღვთის მადლით, დასთრგუნავს და თავის სულში ახალ ადამს ააღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან.
ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. "როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამქვეყნად, და ცოდვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ" (... იხილეთ სრულად
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
აღდგომით მაცხოვარმა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მოანიჭა და გახსნა გზა უსასრულო ნეტარებისა, რადგან დაძლია და დაამარცხა ყველაზე საშინელი და დაუძინებელი მტერი ადამის მოდგმისა და მთელი სამყაროსი - სიკვდილი.
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზად... იხილეთ სრულად
ქრისტიანობა ადამიანთაგან, დემონებისგან და სიკვდილისგან თავისუფლებას ნიშნავს.
ქრისტეს აღდგომა გამარჯვებას მოასწავებდა იმ მონსტრზე, კაცობრიობას უხსოვარი დროიდან შიშის ზარს რომ სცემდა - იგი სიკვდილზე გამარჯვებას მოასწავებდა.
ყოველგვარი სიცრუის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიმართლისა. ტირანიის, უკუნი სიბნელის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე თავისუფლებისა. სიკვდილის წინაშე დაუძლეველი შიშის შემდეგ იშვება ქრისტე, ვითარცა მზე სიცოცხლისა. იხილეთ სრულად