თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას, გა...
იხილეთ სრულად
თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას, გარკვეულწილად ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამები და ჟურნალ-გაზეთები. არის დიდი მცდელობა იმისა, რომ ამორალური ყოფა ჩვენში ადამიანური ურთიერთობების ნორმად იქცეს.
გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა დამღუპველია. ვფიქრობ, სასწ...
იხილეთ სრულად
გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით.სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა დამღუპველია.ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა შედგეს ყველა პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა კრება, რომელიც გამოიმუშავებს პარტიების კამათის ეთიკის კანონებს, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ყველასათვის.