წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უკეთუ ნამდვილად წყურვილი საღმრთოისა მადლისა მოგიყვანს შენ ეკლესიასა შინა, უკეთუ ნამდვილად გიყვარს შენ საღმრთო მადლი, მაშასადამე შენ მიგიღიეს მადლი სულისა წმიდისა, და უკეთუ მიგიღიეს, ნაყოფიცა უნდა გქონდეს; ხოლო ნაყოფი სულისა წმიდისა არს, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიტკბოება, სახიერება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება“. უკეთუ ნამდვილად წყურვილი საღმრთოისა მადლისა

იქნება ვინმემ იფიქრობს: მადლობა ღმერთსა, მე თითქმის ყოველთვის დავდივარ ეკლესიასა შინა, მე მსურს სმენა წირვა–ლოცვისა, მხიარულებით ვისმენ საღმრთოსა სწავლას, მიყვარს საუბარი და გამოკითხვა საღმრთოთა საგანთა ზედა. არა ძმაო. შენც განიცადე კარგად თავი შენი: იქნება რომელ არა საღმრთო წყურვილი მოგიყვანს შენ ეკლესიასა შინა, არამედ ერთი მხოლოდ უბრალო ჩვეულება; ანუ მიბაძავ სხვათა, ანუ გეშინიან, რომ არ შთავარდე განკითხვასა შინა კაცთასა. იქნება ვინმემ იფიქრობს: მადლობა ღმერთსა, მე

ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოისა მადლსა სულისა წმიდისასა. გარნა მოინანა და ილოცა მხურვალითა გულითა: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“ (ფს. 50). მაშინ ღმერთმა კვალადვე მოუვლინა მას სული წმიდა. ბაძევდი მისა მონანებასა, ვითარცა ხშირად ბაძავ მისსა ცოდვასა. ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით

ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულისზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწისმოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი ხედავს მას აღებულსა ცოდვითა და ბოროტებითა, ვერ გაძლებს იგი მას შინა, როგორადაც კაცი ვინმე პატიოსანი, აღზრდილი სიყრმითგანვე შემკულსა და მდიდარსა სახლსა შინა, ვერ შევა და ვერ იცხოვრებს უწმინდურსა და აყროლებულ სახლში. ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი

უმთავრესნი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს სულსა შინა ჩვენსა საღმრთოსა წყურვილსა, არის ცოდვა და ცუდი ცხოვრება. ესენი არ შეუშვებენ გულსა შინა შენსა სწავლასა და მადლსა. უმთავრესნი მიზეზი, რომელი გააქრობს და მოსპობს

ჭეშმარიტი საზრდო, საჭმელი და სასმელი სულისა ჩვენისა არის საღმრთო სწავლა და მადლი სულისა წმიდისა. ვისაც არა აქვს სურვილი მიღებად საღმრთოისა ამის საჭმელისა და სასმელისა, ვინც ანუ ისმენს სწავლასა ამას, ანუ კითხულობს საღმრთოსა წერილსა, ანუ სდგას ეკლესიასა შინა წირვა–ლოცვად, გარნა ვერ გრძნობს გემოვნებასა და გული მისი არს გრილ, ცხადი არის, რომელ იგი ავადმყოფია სულიერად. ჭეშმარიტი საზრდო, საჭმელი და სასმელი სულისა

უკეთუ ქრისტე ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და სიყვარული მისადმი იქმნებოდა არა თავისუფალი, არამედ იძულებითი. ხოლო აწ, როდესაც არა ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისადმი არის თავისუფალი და დაუფასებელი: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ და რწმენეს“. თუ ახლა შენ, თვალითა შენითა არა მხედველსა, გულწრფელად გრწამს ქრისტე და გიყვარს იგი, ცხად არს, რომელ თვით მადლი მისი შესულა შენს გულში და დაუმკვიდრია მუნ. უკეთუ ქრისტე ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის

ქრისტე არის მუნ, სადაცა სუფევს მისი მადლი და სიწმიდე. ქრისტე იმ ზომად არის, ძმაო, შენ გულში, რა ზომად მისი მადლი მოქმედობს მუნ. თუ ქრისტეს მადლი არის შენს გულში, მაშასადამე სულიერიცა სიცოცხლე და სინათლე იქმნება მუნ. იგი მუშაობს შენს გულში; თავის დროზე იგი გაძლევს შენ ნუგეშს, თავის დროზე შეგიყვანს მწუხარებასა და სინანულსა; ზოგჯერ გააჩენს შენს გულში განუზომელსა სიყვარულსა. თუ ჭიდაობა და ბრძოლა შორის ბოროტისა და კეთილისა არის შენს გულში, სჩანს, რომ იქ მუშაობს მადლი ქრისტესი. გარნა თუ ყოველ ცუდ საქმეს და ცოდვას ისრე ადვილად აღასრულებ, რომელ სინიდისი სრულიად არც კი გამხილებს და არც კი შეგაწუხებს, სჩანს, რომელ ამ შემთხვევაში არც ქრისტე და არც მისი მადლი იყო შენს გულში. თუ ოდესმე განსაცდელმა ცოდვისამან მიგიტაცა შენ ესრეთ, რომელ ახლოს იყავ და მზათ იყავ ცოდვისა ქმნად, გარნა უცბად გაგიჩნდა გულში შიში და ძრწოლა, გული გაიმაგრე და წინააღუდეგი ცოდვასა და განეშორე მას, მაშინ უთუოთ ქრისტე იყო შენს გულში, თორემ შენ შენითა ძალითა ვერ სძლევდი ცოდვასა. ქრისტე არის მუნ, სადაცა სუფევს მისი მადლი და

ქრისტე არის მუნ, სადაცა არის სიტყვა მისი. სახარება ანუ სიტყვა ქრისტესი არის თვით მისი ჰაზრი და სული. ერთი სიტყვით, ნაწილი მისისა არსებისა. მაშასადამე, სადაცა სუფევს სიტყვა სახარებისა, მუნ იმყოფება თვით უფალი იესო ქრიტე. თუ შენ გულში, ძმაო, შევიდა სიტყვა სახარებისა, თუ მცნება ქრისტესი სუფევს შენს გულში, მოქმედობს, ანათლებს შენსა ჰაზრსა, სცვლის ცოტ–ცოტად შენსა გულსა, ერთი სიტყვით აუმჯობესებს შენსა ხასიათსა, მაშინ შეიძლება ვსთქვათ, რომელ ქრისტე არის შენს გულში. ქრისტე არის მუნ, სადაცა სიტყვა მისი. სახარება

წმიდათა მამათა ყოველთვის თან დაჰქონდათ სახარება ქრისტესი და ყოველ დილით და საღამოთი წაიკითხვიდნენ თითოსა ანუ ორ–ორსა თავსა და მით გააცხოველებდნენ მათ გულში ხატსა მაცხოვრისასა. შენ კი, ძმაო, არა თუ არ ზრუნავ, რომ იშოვო სახარება და კითხულობდე მარადდღე, არამედ კვირაში ერთხელ რომ მოხვალ საყდარში, იქაც ყურადღებით არ ისმენ მოკლე სახარების კითხვასა. სახარებაში არის, ძმაო, იესო ქრისტეს სული, სიყვარული და მადლი. სახარების კითხვას ესოდენი მადლი და მოქმედება აქვს კაცის გულზე, რომ ხშირად თვით ურწმუნონი, განდრეკილნი და ქრისტეს წინააღმდეგნი კაცნი რომ წაიკითხვენ, იძულებულნი, უნებლიეთ აღიარებენ, რომელი იგი სწორედ არის სიტყვა ღვთისა და არა კაცისა, და თუ ესრეთი მოქმედება აქვს სახარებას გულთა ზედა თვით ურწმუნოთა კაცთასა, წარმოიდგინე რა მადლი და სარგებლობა მიეცემა კაცსა, რომელი სარწმუნოებითა და სასოებითა იწყებს კითხვასა მისსა. ამისთვის თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სული ქრისტესი მიეახლოს სულსა შენსა, ხშირად წაიკითხავდე სახარებასა ქრისტესსა. წმიდათა მამათა ყოველთვის თან დაჰქონდათ

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1