ყოველგვარი ცოდვა, თუნდაც მცირე, თვალში მოხვედრილი მტვრის მსგავსად ბინდავს, აძნელებს ჩვენი სულიერი გულის მხედველობას და გვაშორებს უფალს, რადგან უმნიშვნელო ცოდვაც კი ღვთისგან განდგომაა, მისი ნების უარყოფაა.
ჭეშმარიტების - ღვთის გზით სიარული კი ეგოიზმის დაძლევას, მის უარყოფას ნიშნავს. ამიტომაც გვაფრთხილებს იესო ქრისტე: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი" (მთ. 16, 24).
ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას.
ახალგაზრდების ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია; "ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი" (იგავ. 4, 23), - გვაფრთხილებს უფალი. "ნეტარ ...
იხილეთ სრულად
ახალგაზრდების ცხოვრება რომ სწორი გზით წარვმართოთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ გულის კულტურას; გულის სიწმინდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია; "ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი" (იგავ. 4, 23), - გვაფრთხილებს უფალი. "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5, 8), - ბრძანებს საღმრთო წერილი. ამიტომაც მხურვალედ შესთხოვს შემოქმედს დავით წინასწარმეტყველი: "გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩე...