წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
დაე, ყოველი შენი წამოწყების თავი იყოს ღმერთი, რომელიც არის ყოველგვარი სიკეთის მიზეზი, რათა შენ მიერ წამოწყებული საქმე ღმერთის სახელით აღსრულდეს.
ყოველგვარი ბიწიერება აკრძალული ტკბობით მთავრდება, ხოლო ყოველგვარი სათნოება სულიერი ნუგეშით. როგორც დაგვეუფლება რა პირველი, მიგვიზიდავს მისივე მსგავსისკენ, მეორეს მივყავართ მისი მონათესავისკენ.
აღასრულებ რა სათნოებას, გაიხსენე მთქმელი: "თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი" (იოანე 15, 5).
კეთილმორწმუნეობისთვის გაწეულ შრომას ღვთის მეოხება მოსდევს. ეს უნდა შევიცნოთ საღვთო სჯულისაგან და სინდისისაგან.
ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს, რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება (ზირ. 28,15).
ვინც საკუთარ ნებას ღვთის ნებას არ უთანხმებს, თავის წამოწყებებში წინააღმდეგობას ხვდება და მტრების ხელქვეითი ხდება.
ვინც მოწეულ მწუხარებას წინააღუდგება, მან თავადაც არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნით ღებულობს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.
თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.
ყოველი მწუხარება იმის მამხილებელია, თუ საით მიიდრიკება ჩვენი ნება - ცუდისკენ თუ კარგისკენ. იმიტომ უწოდებენ შემთხვევით მწუხარებას განსაცდელს, რომ განსაცდელში მყოფის ფარულ სურვილებს გამოცდის.