წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
სასიკვდილოა მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.
თავმდაბალ ადამიანს მართალი სიტყვა ახასიათებს, რამდენადაც ის არც ღმერთის მოთმინებას ცდის და არც ღვთის მცნებების ხშირი დარღვევით მარცხდება.
ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც ჩვენი ბუნებრივი ძალით აღვასრულებთ, მის საწინააღმდეგო მანკიერებას განგვაშორებს, მაგრამ მადლის გარეშე ჩვენი განწმენდა არ შეუძლია.
როცა ერთი ადამიანი მეორეს სიტყვით ან საქმით რაიმე სიკეთეს მოუტანს, ამაში ორივემ ღვთის წყალობა დაინახოს. ამის ვერ მცნობელს დაამარცხებს მცნობელი.
ნუ იტყვი: არ ვიცი, რა არის საჭირო და ამიტომ უდანაშაულო ვარ, რომ არ ვაკეთებ მას; რამეთუ შენ რომ იმ სიკეთეს აკეთებდე, რომელიც იცი, მაშინ სხვა დანარჩენსაც შეიტყობდი თანმიმდევრულად, გაიგებდი რა ერთს მეორის მეშვეობით. შენთვის უსარგებლო... იხილეთ სრულად
გააკეთე კეთილი საქმე, რომელიც გახსოვს და ისიც გაგახსენდება, რომელიც არ გახსოვს. ნუ მისცემ აზრს უგუნურ გულმავიწყობას.
თავშეკავებული განეშორება ნაყროვანებას, არამომხვეჭელი - ანგარებას, მდუმარე - მრავლისმეტყველებას, წმინდა - ავხორცობას, ქალწული - სიძვას, ზომიერი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - დაბრკოლებას, თავმდაბალი - პატივმოყვარეობას, მორჩილი - კ... იხილეთ სრულად