წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
ცდუნებას მოთმინებითა და ლოცვით გაექეცი. თუ ამის გარეშე წინაღუდგები, მაშინ კიდევ უფრო ძლიერად დაგესხმება თავს.
ნუ გაბედავ ფარულად ჩადენილი ცოდვის დაფარვას, რადგანაც „ყოველივე შიშუელ და ქედდადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათვის არს სიტყუაი ესე ჩუენი“ (ებრ. 4, 13).
თუ ვინმემ აშკარად სცოდა, არ შეინანა და სიცოცხლის ბოლომდე არანაირი ტანჯვა არ შემთხვევია, ჩათვალე, რომ ულმობელი სამსჯავრო ელოდება.
ვერ აღმოცენდება ნათესი მიწისა და წყლის გარეშე, ვერც ადამიანი პოვებს სარგებელს ნებაყოფლობითი შრომისა და ღვთის შეწევნის გარეშე.
ღმერთში მშვიდი ბრძენზე უბრძენესია და გულით მდაბალი - ძლიერზე უძლირესი, რამეთუ ისინი გონივრულად ატარებენ ქრისტეს უღელს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში.
ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს, მის ძალას სასმენელით შეიგრძნობს. აი, ამიტომ უსმენდნენ რა უხალისოდ, უმოწყალოებმა და უწმინდურებმა ვერ შეიცნეს ღვთის სიბრძნე და თავად ... იხილეთ სრულად
ქრისტე მეუფეა არსებით და მეუფეა განგებით, რამეთუ არარსებულნიც მან შექმნა და საკუთარი სისხლით გამოისყიდა ცოდვით მომკვდარნიც და ამგვარად უბოძა მორწმუნეებს მადლი.