წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
როცა ღვთის ნებით მრავალი შეგაქებს, შენთან დაკავშირებულ ღვთის განგებას არაფერი სატრაბახო შეურიო, რათა ცვლილების შედეგად კვლავ საწინააღმდეგო არ დაგეუფლოს.
ვინც ქებას ეძებს, მას ვნება ეუფლება; ხოლო ვინც ტირის იმაზე, რომ მწუხარება დაატყდა თავს, მას განცხრომა უყვარს.
ამგვარად, როცა სულიწმინდის შესახებ წმინდა წერილის სიტყვებს გაიგებ, რომ ის თითოეულ მოციქულზე გარდამოვიდა (საქმ. 2, 3), ან წინასწარმეტყველზე აღვიდა (1 მეფ. 10, 10), ან მოქმედებს, არის შეურაცხყოფილი, დაშრეტილი, განრისხებული და ასევე,... იხილეთ სრულად
სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რამეთუ მათი ბუნებიდან გამომდინარე ისინი ერთმანეთს საჭიროებენ.
სინდისი ბუნებრივი წიგნია. ვინც საქმით კითხულობს მას, ის გამოცდილებით შეიცნობს ღვთის მეოხებას.
თითოეულის საიდუმლო იცის ღმერთმა და სინდისმა. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამოსწორება ყველამ.