მოიძებნა 112 ჩანაწერი
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
508. როგორი სიწრფელეა უფრო მეტად აღმატებული?
კარგია ბუნებითი სიწრფელე და სანატრელი, მაგრამ ვერ არის ისეთი, რომელიც უკეთურებისაგან შრომითა და ოფლით მოიქცევა სიწრფელედ, რადგან პირველი დაცულია უკეთურებისა და ვნებათაგან, ხოლო მეორე დიდი სიმდაბლისა და სიმშვიდის მომნიჭებელია. და იმისი სასყიდელი დიდია, ხოლო ამისი უფროსად ამაღლებულია.
478. საკმარისია თუ არა მხოლოდ ღმერთს რომ წარვუდგებოდეთ სინანულით, ხოლო მღვდლის წინაშე აღარ ვამბობდეთ აღსარებას?
საკმარისი არ არის თვით ღმერთს წარვუდგებოდეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, – აუცილებელია იმასაც ვაბარებდეთ აღასრებას, ვისაც თვით ღმერთისაგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა.
232. უნდა ეყრდნობოდეს თუ არა ადამიანი საკუთარ თავს?
რატომ ეყრდნობი საკუთარ თვს? საკუთარ თავში არა აქვს კაცს საყრდენი. ღმერთს შეუვრდი და ნუ გეშინის: იგი პირს არ იბრუნებს შენგან, ნებას არ მოგცემს დაეცე; უდრტვინველად მიმართე მას: შეგივრდომებს იგი და განგკურნავს.
თემა: საკუთარ თავზე მინდობა, თავდაჯერებულობაავტორი: ნეტარი ავგუსტინე
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
162. ვინ არის თავისუფალი ადამიანი და ვინ მონა?
კეთილი, თუნდაც მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
თემა: ბოროტება, თავისუფლება, სიკეთე, სიკეთე და ბოროტებაავტორი: ნეტარი ავგუსტინე
წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას
147. დაიმკვიდრებს თუ არა საუკუნო ნეტარებას ეკლესიის ერთობისაგან განშორებული ადამიანი?
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისესთან ერთობისა განშორების გამო და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
39. რისთვის არის საჭირო საღმრთო წერილის საიდუმლოთა დაფარულობა?
ისინი იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან იქნენ დაკნინებულნი, შელახულნი და შეურაცხყოფილნი. ამასთან, საღმრთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმისსაყოფელად გვეძლევა, რათა თავს გამოვიწრთობდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან ხოლმე იმისთვის, რათა ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ