გარნა რით უნდა დაბოლოვდეს, რა შედეგი უნდა ჰქონდეს შენსა მარხვასა, ლოცვასა, აღსარების თქმასა? რით უნდა გათავდეს ესოდენი თქვენი შრომა, მოთმინება, ყოველი ნუგეშისაგან განშორება, გლოვა, სულთქმა, ცრემლი, თუ კი ღმერთმა მისცა ვისმეს ცრემლ...
იხილეთ სრულად
გარნა რით უნდა დაბოლოვდეს, რა შედეგი უნდა ჰქონდეს შენსა მარხვასა, ლოცვასა, აღსარების თქმასა? რით უნდა გათავდეს ესოდენი თქვენი შრომა, მოთმინება, ყოველი ნუგეშისაგან განშორება, გლოვა, სულთქმა, ცრემლი, თუ კი ღმერთმა მისცა ვისმეს ცრემლი? ერთის სიტყვით, რას მოველით, რისთვის მივიღებთ ჩვენს თავზე ესოდენსა მოღვაწებასა? ბოლო, ანუ საგანი, ამის ყოვლისა უნდა იყოს ეს: „მოაკვდინენით უკვე ასონი თქვენნი ქვეყანასა ზედა, სიძვა, არა წმიდება, ვნება, გულისთქმა ბოროტი....
ამისთვის ვიღწვით, მისთვის ვშრომობთ, რომ მოვაკვდინოთ ყოველნი ცოდვის ასონი ჩვენ შორის, განვიშოროთ ჩვენგან ყოველი ბოროტება, შევიმოსოთ განახლებული იგი მცნება ღვთის დიდებულებისა ხატისა. ერთი სიტყვით, ყოველი ცოდვა და მისნი ორღანონი მოკვ...
იხილეთ სრულად
ამისთვის ვიღწვით, მისთვის ვშრომობთ, რომ მოვაკვდინოთ ყოველნი ცოდვის ასონი ჩვენ შორის, განვიშოროთ ჩვენგან ყოველი ბოროტება, შევიმოსოთ განახლებული იგი მცნება ღვთის დიდებულებისა ხატისა. ერთი სიტყვით, ყოველი ცოდვა და მისნი ორღანონი მოკვდეს და ყოველი სათნოება განცოცხლდეს ჩვენ შორის. მტკიცედ და გადაწყვეტილად სთქვი შენს გულში: მეყოფა მე ესოდენი ცოდვის მონება, საკმაო არის ჩემთვის ისიც, რაც აქამომდე მიქმნია ცოდვა, ამიერითგან აღარ უნდა ვიყო მე ცოდვისა მონა.
თუ გსურს აღსარება იყოს შენთვის ნაყოფიერი, კარგად გამოიკვლიე შინაგანი შენი მდგომარეობა, ხასიათი, ნაკლულევანება და ისე უთხრი შენს მოძღვარს აღსარება შენი.
ლოცვებს, საღმრთო წერილს და ყოველს წიგნებს მისთვის წაიკითხავენ ეკლესიაში, ძმანო ჩემნო, რომ წაკითხულნი ჰაზრნი სასმენელის შენისაგან შევიდნენ შენს გულში და მუნ გააჩინონ სხვადასხვა გრძნობანი, ესე იგი მონანება, ღვთის შიში, ცოდვის მოძაგე...
იხილეთ სრულად
ლოცვებს, საღმრთო წერილს და ყოველს წიგნებს მისთვის წაიკითხავენ ეკლესიაში, ძმანო ჩემნო, რომ წაკითხულნი ჰაზრნი სასმენელის შენისაგან შევიდნენ შენს გულში და მუნ გააჩინონ სხვადასხვა გრძნობანი, ესე იგი მონანება, ღვთის შიში, ცოდვის მოძაგება. შენ ამაზე ფიქრობ, მხოლოდ იმას ცდილობ, რომ მოისმინო ყოველი ლოცვები. ხშირად ლოცვების წამკითხველი ჩქარობს, ცუდათ კითხულობს, ისე რომ ვერც კი გაიგებ, რას კითხულობს; უთუოდ იცის შენი სურვილი, რომ მალე გაათაოს ლოცვები, ოღონდ...
ქრისტიანენი ემზადებიან ზიარებად მომატებულითა ლოცვითა, ვითარცა შინაურითა, ეგრეთვე დადებულითა ეკლესიურითა წირვა–ლოცვათა მოსმენითა. ესეც კი საჭირო არის და სასარგებლო, ძმანო ჩემნო! ვინც ემზადება ზიარებისათვის, მან არ უნდა გაუშვას არც ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანენი ემზადებიან ზიარებად მომატებულითა ლოცვითა, ვითარცა შინაურითა, ეგრეთვე დადებულითა ეკლესიურითა წირვა–ლოცვათა მოსმენითა. ესეც კი საჭირო არის და სასარგებლო, ძმანო ჩემნო! ვინც ემზადება ზიარებისათვის, მან არ უნდა გაუშვას არც ერთი დადებული ლოცვა, არამედ ყოველი უნდა მოისმინოს.
მარხულობა, ანუ საჭმლის მოკლება თავის თავად უსარგებლოა, თუ კი არ არის შეერთებული და მომყვანი სხვათა ჭეშმარიტთა სათნოებათა. მარხვა მხოლოდ ანუ მაშინ არის სასარგებლო და მადლით შემოსილი, როდესაც იგი არის ჭეშმარიტი ნიშანი შინაგანისა შენ...
იხილეთ სრულად
მარხულობა, ანუ საჭმლის მოკლება თავის თავად უსარგებლოა, თუ კი არ არის შეერთებული და მომყვანი სხვათა ჭეშმარიტთა სათნოებათა. მარხვა მხოლოდ ანუ მაშინ არის სასარგებლო და მადლით შემოსილი, როდესაც იგი არის ჭეშმარიტი ნიშანი შინაგანისა შენისა გულის გრძნობისა, ესე იგი მგლოვარებისა, მწუხარებისა, შემუსვრილისა და დამდაბლებულისა სულისა; ანუ მაშინ, როდესაც თვით იგი გააჩენს გულში ესრეთთა კეთილთა გრძნობათა. თუ ესენი არა გაქვს მწუხარება შენისა უღირსებისა და მრავალ...
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, საქმე იგი, რომელსა თქვენ აწ შედგომილ ხართ, არის ერთობ დიდი და მძიმე; გლოცავ თქვენ, ძმანო საყვარელნო, რამეთუ არა მცონარებითა, ანუ მოწყინებულითა გულითა ასრულებდეთ მას, არამედ ყოვლითა გულსმოდგინები...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, საქმე იგი, რომელსა თქვენ აწ შედგომილ ხართ, არის ერთობ დიდი და მძიმე; გლოცავ თქვენ, ძმანო საყვარელნო, რამეთუ არა მცონარებითა, ანუ მოწყინებულითა გულითა ასრულებდეთ მას, არამედ ყოვლითა გულსმოდგინებითა. თქვენ განმზადებულ ხართ ზიარებისათვის; ერთ წამსაც ნუ დაივიწყებთ, რომ ზიარება არის წყარო ცხოვნებისა მხოლოდ ღირსებით მომზადებულთათვის; ხოლო უღირსთა და უდებთათვის იგი გარდაიქცევა ცეცხლად სასჯელისა
როდესაც შენ არ სწუხარ, არამედ ადვილად შეუნდობ შენ თავს ცოდვასა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აპირობ ცოდვის დატევებას, არამედ მზათ ხარ კიდევ ყოველთვის აღასრულო იგი. ამ სახით შენ მიეჩვევი ცოდვას; ცოდვა გარდაიქცევა შენში მეორე ბუნებად...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ არ სწუხარ, არამედ ადვილად შეუნდობ შენ თავს ცოდვასა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ აპირობ ცოდვის დატევებას, არამედ მზათ ხარ კიდევ ყოველთვის აღასრულო იგი. ამ სახით შენ მიეჩვევი ცოდვას; ცოდვა გარდაიქცევა შენში მეორე ბუნებად, და ამისა მერმე მონანება არა თუ გაგიჭირდება, სრულიად შეუძლებელი იქმნება შენთვის.
ცოდვას ადვილად ნუ უყურებ; რაც გინდა მცირე იყოს ცოდვა, ხომ უმეტესად უნდა შეგაწუხებდეს, მაგრამ მცირე ცოდვისათვისაც უდები ნუ ხარ. მართალია, ღმერთი მოწყალეა, მან იცის ჩვენი ბუნების უსუსურობა, იგი მოგვიტევებს ჩვენ ცოდვას, მაგრამ როდის?...
იხილეთ სრულად
ცოდვას ადვილად ნუ უყურებ; რაც გინდა მცირე იყოს ცოდვა, ხომ უმეტესად უნდა შეგაწუხებდეს, მაგრამ მცირე ცოდვისათვისაც უდები ნუ ხარ. მართალია, ღმერთი მოწყალეა, მან იცის ჩვენი ბუნების უსუსურობა, იგი მოგვიტევებს ჩვენ ცოდვას, მაგრამ როდის? რა პირობით? მაშინ და იმ პირობით, თუ ნახავს, რომ კაცი ნანობს, ესე იგი სწუხს, გრძნობს თვის სიცოდვეს; და თუ ნახა, რომ ჩვენ არარათ ვაგდებთ ჩვენ ცოდვას, თუ ჩვენვე მოუტევებთ ჩვენს თავს ცოდვათა, მაშინ იგი აღარ მოგიტევებს.