წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
როცა მარხვისაგნ ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავის შემოქმედისადმი მიილტვის.
სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება, გამოაჩენს უმეტესსა ღირსებასა და სათნოებასა კაცისასა, ვიდრე სარწმუნოება მათი, რომელნი ხედვიდენ მაცხოვარსა.
მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვიძებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი და ღვთაებრივია, ხოლო ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს
მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ იგი გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო.
მარხვა დედაა სიწმიდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამატყუებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და მოქალაქობა ანგელოზებრივი. ჭეშამრიტი მარხვა არამარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. წმიდა დიდი ბასილი გავსწავლის: კაცნი, რომელიც მოიკლებენ ... იხილეთ სრულად
ვისაც არ შეუძლია თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას
აწ განვიზრახოთ მოკლედ, თუ რაისთვის უმეტესი აქვს ფასი სარწმუნოებასა ჩვენსა, ვიდრე სარწმუნოებასა მათსა, რომელნი თვალითა თვისითა ხედვიდენ მაცხოვარსა. სარწმუნოებასა ჩვენსა, ძმანო ქრისტიანენო, მისთვის აქვს უმეტესი ფასი, რომელ იგი პირვე... იხილეთ სრულად
ჩვენთვის რქვა, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ესე მაცხოვარმან: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“ (იოანე 20.29). ჩვენ ყოველნი მორწმუნენი, რომელნი არა ვხედავთ მას ხორციელითა თვალითა, ვითარცა მოციქულნი ხედვიდენ მას, გარნა გვრწა... იხილეთ სრულად