თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობეს...
იხილეთ სრულად
თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიდ უარჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობესობისა; ერთი მაინც რომელიმე ცოდვა შენი დასტოვე. იქმნება გქონდა ვისზედმე უკმაყოფილება, ან შური, შეურიგდი მას გულწრფელად და ნუღარა გახსოვს ძვირი მას ზედა და მით დაამტკიცე, რომ სწორეთ გსურს ამიერითგან უმჯობესად იცხოვრო; ან, ...
ქრისტიანე იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ უმჯობესი შეიქმნეს სულიერად ზიარებითა; ცხოვრება გამოიცვალოს, უარჰყოს ცოდვანი თვისნი და იწყოს კეთილი სულიერი ცხოვრება.
უფალმან არათუ ათორმეტთა დაჰბანა ფერხნი, არამედ მათ შორის და მათ მიერ ჩვენცა ყოველთა დაგვბანს იგი ფერხთა. ჩვენცა გვეტყვის იგი დღეს: „ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას“ (იოანე 13.17). ესრეთითა სიმდაბლითა და სიყვარულითა გ...
იხილეთ სრულად
უფალმან არათუ ათორმეტთა დაჰბანა ფერხნი, არამედ მათ შორის და მათ მიერ ჩვენცა ყოველთა დაგვბანს იგი ფერხთა. ჩვენცა გვეტყვის იგი დღეს: „ესე თუ ჰსცანთ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას“ (იოანე 13.17). ესრეთითა სიმდაბლითა და სიყვარულითა გვასწავლის იგი ჩვენ სიმდაბლესა, სიყვარულსა, თავის უარის ყოფასა. ვინ იქმნება ეგოდენ გაქვავებული გულითა, რომ თვითონაც, წარმომადგენელი ეგოდენისა მისისა სახიერებისა, არ დაემხოს წინაშე მაცხოვრისა ხატისა და არ დაბანოს ცრემლითა ...
მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა. მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა, რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის „შეიყვარნა იგინი“?(იოან. 12.1), ამით მან გამოაჩინა...
იხილეთ სრულად
მოციქულნი ყოველნი იყვნენ განცვიფრებულ, ოდეს მაცხოვარმან იწყო ხელითა თვისითა ბანვა ფერხთა მათთა. მართლა ერთობ საკვირველი იყო ხილვა ამ მოქმედებისა, რისთვის ჰქმნა ეს უფალმან? რისთვის „შეიყვარნა იგინი“?(იოან. 12.1), ამით მან გამოაჩინა განუზომელი თვისი სიყვარული მოწაფეთადმი და თვით საქმით მოგვცა ჩვენ მაგალითი სიმდაბლისა და თავის თავის უარის ყოფისა.
არა საკმაოდ შერაცხა მან სიტყვითა მხოლოდ სწავლა ჩვენი, არამედ მანვე პირველად აღასრულა, რასაც ასწავლიდა,...
ყოველი ცოდვის მოქმედი ქრისტიანე არის ქრისტეს მოღალატე. ნუ იყოფინ ჩვენდა ესრეთ, არამედ ვევედროთ ქრისტესა ღმერთსა რათა მოგვცეს მისი შეურყეველი ერთგულება. ამინ.
ვინაიდგან უმრავლესთა თქვენთაგანთა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები, არასოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავით აღვსებული, მიმავალნი ქ...
იხილეთ სრულად
ვინაიდგან უმრავლესთა თქვენთაგანთა მიიღეთ ქრისტეს საიდუმლო, გევედრები, არასოდეს არ დაივიწყოთ ის შიში, კრძალვა და მორიდება ცოდვისა, რომელი გქონდათ ზიარების წინათ; ის სასოება და საღმრთო გრძნობა, რომლითაც იყავით აღვსებული, მიმავალნი ქრისტეს ბარძიმისადმი, მარადის დარჩეს თქვენს გულში.