ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას. ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ. მოვიტან ერთ-ერთი ქალბატონის ჩანაწერს თავისი მეუღლის დღიურში: "ჩ... იხილეთ სრულად
განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა დ... იხილეთ სრულად
ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვალს, ჩვენს დანიშნულებას ღვთისა და ერის წინაშე.
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათ... იხილეთ სრულად
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პ... იხილეთ სრულად
დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი - ხატება ღვთისა - უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შეცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.
როდესაც წმიდა მეფე დავითის შემდეგ მისი ძე, სოლომონი, ავიდა სამეფო ტახტზე, უფალს მან, უპირველეს ყოვლისა, სიბრძნე და გონიერება შესთხოვა. "და უთხრა უფალმან სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტ... იხილეთ სრულად