ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
გამოცდილებამ აჩვენა, რომ სანამ ბრალდებული თავს არ იმართლებს, მისი დადანაშაულება უსამართლობაა. წმინდა სახარებაც ამას ამბობს: „ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?“ (იოან. 7, 51)
ვინც განიკითხავს და ეჩხუბება მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ მადლის მიღების ნაცვლად, რაც გააჩნია, იმასაც დაკარგავს, რომ ტანჯვით მიიღოს სიმდაბლის გაკვეთილი.
ერთი ძმის მიერ მეორის გამართლება თავმდაბლობისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, ვინც ასე იქცევა, ღვთის წინაშე დიდ მადლს პოვებს.
გეშინოდეთ ქედმაღლობის და ეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან რაც უფრო დიდხანს დარჩება ჩვენში ნებაზე მიშვებული ქედმაღლობა, მით უფრო მტკივნეულ ჭრილობებს მოგვაყენებს.
ქედმაღლობა ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ის ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით ყველა ჩვენი შეცდომის გამომწვევი მიზეზი ხდება.
სიმდაბლე საიმედო მეგზურია. იგი საშუალებას არ აძლევს თავმდაბალ ადამიანს, დაუდევრობის წყალქვეშა კლდეებზე დაიმსხვრეს, არამედ კარგი მეგზურივით უსაფრთხო გზას უჩვენებს მას.