უფრთხილდით ვნებიან გულისსიტყვებს, რომელთაც წარმოსახვები მოსდევს. გამოჩენისთანავე განდევნეთ ისინი, რადგან მათი შეწყნარება საფრთხეში ჩაგაგდებთ – უბადრუკი სულის სიკვდილს მოგიტანთ.
ბევრს ნუ ილაპარაკებ, შვილო, რადგან მრავლისმეტყველება შენს სულს საღვთო შურს უკარგავს. შეიყვარე მდუმარება – ყველა სათნოების მშობელი. ის სულს ისე შემოზღუდავს, რომ მას ეშმაკის ბოროტება ვეღარ შეეხება.
იესოს შვილო, რა ადგილი მივუჩინო სულიერ ხედვას, რომლის სათავეც მდუმარებაა? აგვეხილება გონების თვალი და თაფლზე უტკბეს იესოს ვიხილავთ! სჯულიერი მდუმარება და ყურადღებიანი გონება ახალ სასწაულებს აღმოაცენებს! შენ ეს იცი. მაშ, იბრძოლე...
იხილეთ სრულად
იესოს შვილო, რა ადგილი მივუჩინო სულიერ ხედვას, რომლის სათავეც მდუმარებაა? აგვეხილება გონების თვალი და თაფლზე უტკბეს იესოს ვიხილავთ! სჯულიერი მდუმარება და ყურადღებიანი გონება ახალ სასწაულებს აღმოაცენებს! შენ ეს იცი.მაშ, იბრძოლე. მცირედი გაგიმხილე, თავი აიძულე და უფრო მეტს იპოვი.