წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა ჰქონან თვისნი ჩვეულებანი და თვისი სახე ცხოვრებისა და ყოფაქცევისა. ესეცა ვიცით, რომელ ჩვეულებათა უმეტესად ძველთა ჰქონან თვისი მნიშვნელობა და ძალი. ჩვნცა ძველთა მცხოვრებთა ამ ქვეყნისათა, გვქონდა და გვქონან რომელნიმე განსხვავებულნი ჩვეულებანი; გარნა აწ შემოდიან რომელნიმე ახალნი ჩვეულებანი და განსხვავებული სახე ცხოვრებისა. აწ არ უნდა ვიფიქროთ რომელნი ახალნი ჩვეულებანი მივიღოთ და რომელნი ძველ ჩვეულებათაგანიცა მტკიცედ დავიმარხოთ? ნუთუ ძველნი ჩვეულებანი ისრე ადვილად არიან გამოსაცვლელნი, როგორც ძველი ტანსაცმელი. ვიცით ჩვენ, რომელ ყოველსა ხალხსა და ქვეყანასა

ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. ესეც არის ერთი დიდი მაგალითი ყოველთა კაცთა და განსაკუთრებით ქალთათვის. ესენიცა მარადის უნდა ფიქრობდნენ და განიზრახვიდნენ ყოველთა საქმეთა, მარადის უნდა ეძიებდნენ და ჭკუითა თვისითა გამოირჩევნდნენ უმჯობესსა და განეშორებოდნენ ყოველსა ცუდსა. ღვთისმშობელი ყოველთვის ფიქრობდა

სახარებასა შინა თქმულ არს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ: "ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ესე ყოველნი სიტყვანი გულსა თვისსა”. ესე იგი ყოვლად წმიდასა ღვთისმშობელსა ჰქონდა ის ჩვეულება, რომელ მარადის ფიქრობდა და განიზრახვიდა ყოველთა გარემოებათა და შემთხვევათა ცხოვრებისა თვისისათა; იგი ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის განავრცელებდა ჰაზრსა და ცნობასა თვისსა. სახარებასა შინა თქმულ არს ყოვლად წმიდა

გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი მინდობილება და სასოება უნდა ჰქონდეს ყოველსა ქალსა ღვთის განგებულებაზე. წარმოიდგინე ცხადად მთა გოლგოთისა, ჯვარი მას ზედა, იესო გაკრული ჯვარსა ზედა შორის ავაზაკთა და დედა მისი მარიამ მდგომარე წინაშე მისსა. რას ფიქრობდა მაშინ იგი, რას გრძნობდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ვერც წარმოიდგენ ცხადად მდგომარეობასა მისსა. მე სწორედ ვიცი, რომელ შენ, ანუ სხვა რომელიმე დედა, ვერ მოითმენდით, უკეთუ ძე თქვენი საყვარელი შთავარდნილ იყო ესრეთსა ვნებასა შინა. გარნა ყოვლად წმიდამან ღვთისმშობელმან მოითმინა. რისთვის? ანუ როგორ? მისთვის, რომელ ჰქონდა მას რწმენა, იცოდა განგებულება ღვთისა; ესრეთ იყო თქმული წინასწარმეტყველაგან და ესრეთ აღსრულდა. შენც ესრეთ მოიქეცი, ოდეს ძე შენი საყვარელი, ანუ სხვა ვინმე ნათესავი ანუ თვითონ შენც შთავარდე ჭირსა და უბედურებასა შინა. მოითმინე სულგრძელად; იფიქრე და დარწმუნდი, რომელ ყოველივე, რაიცა შეგემთხვა, ღვთისგან არის; განგებულება ღვთისა არა დაუტევებს არცა ერთსა კაცსა. გსურსა, ჰოი ქალო, შეიტყო თუ ვითარი

არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ არიან ხშირად განიხილონ და იფიქრონ, ვითარი დედა იყო ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი. ყოვლად წმიდასა მარიამს, ოდეს მან ჰშვა იესო მაცხოვარი, სხვა რაიმე აღარ ახსოვდა, მხოლოდ თვისი ძე. იგი აღარა სცხოვრებდა თავისა თვისისათვის, არამედ ყოველი ცხოვრება მისი იყო ძესა შინა მისსა. ესრეთ უნდა იქცეოდნენ ყოველნი კეთილნი დედანი. მათ თავის თავი უნდა დაივიწყონ, და ახსოვდეთ გაზრდა და ბედნირება თვისთა ძეთა. არა მხოლოდ ქალწულნი, არამედ დედანიცა თანამდებ

თუმცა ღვთისმშობელი იყო სულიერად და ხორციელად შემკული ყოვლითა ღირსებითა და მშვენიერებითა, გარნა ამასთანავე იყო მშვიდ, მდაბალ, წყნარ. აჰა დიდი და აღმაშენებელი მაგალითი ყოველთა ქალწულთათვის. თუმცა ღვთისმშობელი იყო სულიერად და ხორციელად

ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი ქალწულნი, უკეთუ მათ მისცა ღმერთმან მშვენიერება სულიერი და ხორციელი, იქმნებიან გულმართალ. მათ უნდა იფიქრონ ყოველთვის: ვინ იყო უმშვენიერეს და უდიდეს ღვთისმშობელ მარიამისა, და ამასთანავე ვინ იყომცა უწინარეს და უმშვიდეს მისსა. ხშირად ვხედავთ და ვიცით, რომელ ზოგნი

ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა ღვთისმშობელზედ და ყოველთა შინა გარემოებათა და შემთხვევათა ეძიებდნენ მაგალითსა და სწავლასა ღვთისმშობლის ცხოვრებაში. ჭეშმარიტად, ცხოვრება ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა არის უჯობესი მაგალითი ყოვლისა ქრისტიანე ქალისათვის. ქალნი ხშირად უნდა ფიქრობდნენ ყოვლად წმიდა

ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი ბედნიერი არის მაშინ, როდესაც სხვას აბედნიერებს. ამისათვის ქალმა უნდა ყოველთვის ეძიოს ის შემთხვევა, სადაც საჭირო არის მისი თავის გამომეტება, სადაცა შეუძლიან ნუგეშის ცემა შეწუხებულისა; შემსუბუქება ადამიანის ტვირთისა, რომელსა შინა შემწე იყოს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი ყოვლისა გონიერისა მხნე ქალისა. ამინ. ჭეშმარიტი დედობრივის ბუნების მექონი ქალი

ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა მნიშვნელობასა, როდესაც იგი მხნეობასა და ჭკუასა მოახმარს ოჯახსა, შვილთა და ნათესავთა. ქალის ბუნება განსხვავდება მამაკაცის ბუნებისაგან გულის გრძნობითა. გამოცდილება ამტკიცებს, რომელ ქალი თვითონაც მაშინ უფრო ბედნიერი არის, როდესაც სხვას მიანიჭებს ბედნიერებას. ქალის გული მოითხოვს სიყვარულსა, თავის გამომეტებასა; იგი ყოველთვის ეძიებს, ვისმეს შესწიროს თვისი ღონე, სიყვარული. მართალია, არიან ზოგიერთნი ქალნი თავის მოყვარენი, რომელნი მარტო თავის ბედნიერებას ეძიებენ. გარნა ესე ვითარნი მოქმედებენ წინააღმდეგ თვისის ბუნებისა. ქალი მაშინ აღასრულებს თვისსა დიდსა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1