წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
როდესაც გონიერება და მხნეობა შეერთდება სიმშვიდითა და სიმდაბლითა, მაშინ იგინი შეამკობენ ადამიანის ბუნებასა. იგინივე არიან ორნი უმთავრესნი და უსაჭიროესნი თვისებანი, რომელნი უნდა შეამკობდენ ყოველთა ქრისტიანთა ქალთა. მხოლოდ გონიერებით და მხნეობით შემკულსა ქალსა შუძლიან აღასრულოს ქვეყანაზე თვისი მაღალი მნიშვნელობა.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მრთელსა შინა თვისსა სიცოცხლესა ღვთისმშობელი იქცეოდა საკვირველითა გონებითა და მხნეობითა. ორნი ესენი კეთილნი თვისებანი: გონიერება და მხნეობა მით უმეტესად იყვნენ მის შორის სანატრელნი და განსაკვირვებელნი, რომელ ამასთანავე იგი იყო მშვიდი და მდაბალი.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
შეხედეთ ძმანო და უმეტესად დანო, და გაინიზრახეთ თქვენდა სანუგეშოდ, რაოდენი გონიერება და სიმტკიცე სულისა და გულისა გამოაჩინა ყოვლად წმიდამან ქალწულმან მარიამმა ოდეს იგი უეცრად ხედავს თვალთა წინაშე უჩვეულო მახარებელსა, მას ესმის უცნაური და შემაძრწუნებელი ხარება; უეჭველია მიხვდება, რომ მახარებელი არ არის უბრალო კაცი, არამედ ზეციური ანგელოსი. სხვა ვინმე ამ შემთხვევაში უთუოდ იქმნებოდა სრულიად წარტაცებული გრძნობათა ღელვისაგან. იგიცა შესძრწუნდა, მაგრამ მაშინვე იწყო ფიქრი და განზრახვა: „განიზრახვიდა, ვითარმე არს მოკითხვა ესე?" (ლუკა 1.29). თუმცა ხედავს, რომ მის წინაშე სდგას ანგელოსი, გარნა მაინც დაუფიქრებლად არ მიიღებს სიტყვასა მისსა. ესრეთთა უჩვეულოთა შემთხვევათა შინა გამოჩნდება ადამიანის გონება და ხასიათი. ყოვლად წმიდამან ღვთისმშობელმან ცხადად გამოაჩინა ამ შემთხვევაში, რომ უმთავრესნი თვისებანი მისისა ბუნებისა იყვნენ მაღალი გონიერება და შეურყვეველი მხნეობა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რა კარგი რამ იქმნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი ყოვლადწმიდისა, რომ ერთი კერძო მისა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულისა ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით მას ხელში ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა მისსა ღვთაებრივსა, კარგითა ხელოვნებითა იყოს გამოყვანილი ის ღვთაებრივი სიწმიდე, სიმშვიდე და სიყვარული გონიერებისა და კრძალულებისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსა. ესრეთი ხატი იქმნებოდა ჭეშმარიტი დროშა ანუ სიმბოლო, ესე იგი ნიშანი ყოველი ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მე თვითონ არ მინახავს და გამიგონია სარწმუნოთა კაცთაგან, რომელ ერთ ძველადძველ ეკლესიასა შინა, კედელზედ არის დახატული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მის წინ ძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარი და ქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემი თვალით მენახა ეს ხატი. მაშინ მე გავიცნობდი მეორესა კერძოსა საღმრთოსა მისს ხასიათისასა და უდიდესსა პატივს და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემი.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
იქმნება ვინმე ქალთაგანმა კიდევ მითხრას: ესრეთი დაუძინებელი შრომა და მოღვაწება შეეფერება მხოლოდ მდაბიო ღარიბთ დედაკაცთა, გარნა ვინც არის მდიდარი და ვისაც მრავალი მოახლე ჰყავს, მან რათ უნდა გასწიროს თავი? არა, დაო ჩემო, ფრიად შეცდომილი არის ეს ჰაზრი. ღმერთმან ყოველ ადამიანს დაუნიშნა შრომა და მუშაკობა. გარნა ჩემი სიტყვა რა საჭირო არის აქ. მაგალითი სიტყვაზედ უმჯობესია. მხნე იგი დედაკაცის აღწერა სოლომონისა დედამ უთხრა მას. სოლომონ მეფის დედა ღარიბი რათ იქმნებოდა, მაგრამ თვითონ იგი იყო ის მხნე დედაკაცი, რომელსა აღწერს შვილი მისი.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ქალი შრომისმოყვარე არის პატიოსანი ზნეობითა და ყოფაქცევითა, ვინაიდგან ესრეთ გართულსა შრომასა და მოღვაწებასა შინა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ დაკარგოს იგი უქმად ჭორსა და ბოროტის სიტყვაობასა შინა, განცხრომასა და სხვათა შეუსაბამოთა საქმეთა შინა. იგი აძლევს სასარგებლოსა მაგალითსა შვილთა და გარემოს მყოფთა მისთა. იგი ვითარცა სანთელი ნათელსა, ესრეთ განავრცელებს გარემოს მისსა სიწმიდესა, ბედნიერებასა და ქრისტიანულსა ზნეობასა. ერთი სიტყვით, იგი არის მხნე: „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
უკეთუ ქალი დაუცხრომელად არის შრომასა და სახლის მართვასა შინა, მით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომელ მას აქვს თავის უარისყოფა, ვინაიდან იგი არა თავისა თვისისათვის ეძიებს სარგებლობასა, არამედ მისთა მახლობელთა; ამასთანავე აქვს განუზომელი სიყვარული ქმრისა, შვილთა და სახლეულთა.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მრავალნი აქ მსმენელთა მაკაცთაგანი შენატრიან მათ, რომელთა ღმერთმან მისცა ესრეთი გონერი და მხნე მეუღლე. გარნა შეიძლება რომელთამე მსმენელთა და უმეტესად ქალებთა ესრეთ იფიქრონ თავის გულში: რა არს, რომელ სოლომონ (სოლომონ ბრძენი) აქებს ერთსა მხოლოდ შრომასა და დაუძინებელსა მუშაობასა დედაკაცისასა? ნუთუ თვინიერ ქსოვისა და კერვისა სხვა უფრო პატიოსანი საქმე არ უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და თვინიერ დაუძინებელისა შრომისმოყვარებისა სხვა თვისება არ უნდა შეიძინოს მან? არა, ძმანო და დანო ჩემნო, სხვანიცა მრავალნი თვისებანი უნდა ჰქონდეს დედაკაცსა და სხვანიცა მრავალნი პატიოსანნი საქმენი შეუძლიან მან აღასრულოს. გარნა შრომისმოყვარება ანუ მხნეობა, პირველად, არის ისრეთი ძვრიფასი თვისება, რომელიც იპყრობს შორის მისსა ყოველთა სხვათა მაღალთა თვისებათა.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მოვიყვანოთ სოლომონის წიგნიდგან რაოდენიმე ხაზნი მხნე დედაკაცის თვისებისა: ქმარი მისი სრულიად ბედნიერი არის და უზრუნველი სახლისა მისისათვის. მას არ ეშინიან ზამთრისა და სიცივისა, ვინაიდგან საყვარელმან მისმან მეუღლემ მრჩობლი (ორმაგი) სამოსელი უქმნა ქმარსა თვისსა და ყოველთა მისთა თანა მყოფთა. ქმარი მისი არის ქებული და დიდებუილი საზოგადოებასა შინა გონიერებითა და სიკეთითა მეუღლისა მისისათა: „დიდებულ იქმნების ბჭეთა შინა ქმარი მისი, ოდესცა უკეთუ დასჯდის კრებულთა შორის მოხუცებულთა თანა მკვიდრთა ქვეყანისათა“.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი