ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 104, 3). ამასთან, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების და...
იხილეთ სრულად
ვინც ვერ ახერხებს ლაგამი ამოსდოს ენას, მას უფრო მეტად უნდა ახსოვდეს წმიდა ეკლესიის მიერ უფლის მიმართ გამოთქმული: „დასდევ უფალო საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 104, 3). ამასთან, განსაკუთრებით სულიერი ცხოვრების დამწყებს მართებს ჯეროვანი თავმდაბლური განსჯა, რომ ისინი, რომელბიც საკუთარ აზრებს გამოთქვამენ, ამას გულმეცნიერებით იქმან და ეს მათ შეეფერებათ; ხოლო შენ შენი თავი მათთან საუბრისათვის უღირსად ჩათვალე; როცა რაიმეს შგეკითხებიან...
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟა...
იხილეთ სრულად
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც.
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის...
იხილეთ სრულად
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის - ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს, კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს - სუსტიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცზე იტყვის - სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყო...
ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენ...
იხილეთ სრულად
ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენა, ვიდრე საზოგადოებაში მოუფრთხილდე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭიროა.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს.
მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებული სახლები დაამხო.
მესამე ენამ ქველი დედაკ...
იხილეთ სრულად
წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს.
მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებული სახლები დაამხო.
მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს.
მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს.
შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს.
მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უმრავლესნი ენით.
თ. 2...
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განიკითხები.
თ. 12
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა...
იხილეთ სრულად
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა და ამოვიდა ეკალი, და ერთიანად მოაშთო ყველა და ვეღარ გამოიღო ნაყოფი.
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერ...