სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ცრემლი ყოველი ღატაკისა, რომელიც მადლობას მოგიხდის იმქვეყნად, უძვირფასეს ალმასად აკიაფდება; თითოეული ცრემლი, რომლის დაღვრასაც მას შენი მის მიმართ სიცივე და გულის სისასტიკე დააღვრევინებს, შენს სულს დაეცემა ცეცხლოვან წვეთად ღვთის ტახტის წინაშე. ცრემლი ყოველი ღატაკისა, რომელიც მადლობას

ღვთის მოწყალება მოყვასის მიმართ მოწყალებით ეძიე ღვთის მოწყალება მოყვასის მიმართ მოწყალებით

როგორებიც ვართ ჩვენ მოყვასის მიმართ, ისეთივე იქნება ღმერთი ჩვენს მიმართ როგორებიც ვართ ჩვენ მოყვასის მიმართ, ისეთივე

თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა - არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას. თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც

ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე. ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის

გამოკვებე გლახაკები - ისინი საუკუნო მსაჯულის გულს მოალბობენ შენდამი გამოკვებე გლახაკები - ისინი საუკუნო მსაჯულის

შეიყვარე ღატაკი, რათა მისი საშუალებით შენც მიიღო ღვთის წყალობა შეიყვარე ღატაკი, რათა მისი საშუალებით შენც

"ღმერთი მოგცემს!" - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს. ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: "ღმერთი მოგცემს". ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ შენც მიეცი; ის მისცემს ღატაკებს, მაგრამ გაიღებს კი იგი შენზე თავის წყალობას, რომელიც შენ შეუდარებლად მეტად გჭირდება, ვიდრე - ღატაკს შენი მოწყალება? ღმერთი მოგცემს! - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ

აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე დროებითი ბედნიერება მოყვასს, თუ გინდა, რომ მარადიული ბედნიერებით დატკბე; გაუნაწილე მიწიერი მადლი სხვებს, თუ გსურს, ზეციური მადლი იგემო. აცხოვნე სხვები, თუ გინდა, რომ ცხონდე; აჩუქე

განა ღვთის უდიდესი წყალობა არ არის ჩვენზე, რომ ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ცოდვები მოწყალებით გამოვისყიდოთ? განა ღვთის უდიდესი წყალობა არ არის ჩვენზე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2