შურის გრძნობა ცოდვაა, რადგან ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს და ამაოა, რადგან შური ვერ მოგვიტანს იმას, რაც გვშურს, მხოლოდ გვაწამებს; მაგრამ იგი არცაა საჭირო, რადგან ყოვლადბრძენმა და ყოვლადკეთილმა ღმერთმა, რასაკვირველია, არ ჩაგვა...
იხილეთ სრულად
შურის გრძნობა ცოდვაა, რადგან ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულს და ამაოა, რადგან შური ვერ მოგვიტანს იმას, რაც გვშურს, მხოლოდ გვაწამებს; მაგრამ იგი არცაა საჭირო, რადგან ყოვლადბრძენმა და ყოვლადკეთილმა ღმერთმა, რასაკვირველია, არ ჩაგვაყენა ისეთ მდგომარეობაში, რათა ჩვენ, სამართლიანად შეგვეძლოს, გვშურდეს სხვებისა, თითქოსდა უსამართლო განგებით განაწყენებულებს.
მრავალი მწერი გვერდს უვლის ჯანსაღს და გახრწნილისკენ მიისწრაფვის; ასევე შურიანი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს პიროვნების კეთილ თვისებებს, მისი ცხოვრების ნათელ მხარეებს, არამედ - გამოძებნის სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს და ენით ისე მ...
იხილეთ სრულად
მრავალი მწერი გვერდს უვლის ჯანსაღს და გახრწნილისკენ მიისწრაფვის; ასევე შურიანი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს პიროვნების კეთილ თვისებებს, მისი ცხოვრების ნათელ მხარეებს, არამედ - გამოძებნის სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს და ენით ისე მიეწებება, როგორც ნესტრით.
შურიანი მწუხარებს, როდესაც თავისზე აღმატებულს ხედავს და მისი თანასწორი არ არის; იტანჯება თავის თანასწორთა ხილვისას, რადგან მათზე აღმატებულობა სურს; მწუხარებს თავისზე დაბლა მდგომთა ხილვისას, რადგან მასთან გათანასწორების, ანდა უარეს...
იხილეთ სრულად
შურიანი მწუხარებს, როდესაც თავისზე აღმატებულს ხედავს და მისი თანასწორი არ არის; იტანჯება თავის თანასწორთა ხილვისას, რადგან მათზე აღმატებულობა სურს; მწუხარებს თავისზე დაბლა მდგომთა ხილვისას, რადგან მასთან გათანასწორების, ანდა უარესი მდგომარეობის ეშინია.
ნეტარია ის, ვინც ზნეობრივად საკუთარი თავი ისე აღზარდა, რომ შეუძლია, ხარობდეს სხვისი კეთილდღეობითა და ბედნიერებით, თუნდაც, თვითონ ამით ვერაფერს იღებდეს.