შურიანი მწუხარებს, როდესაც თავისზე აღმატებულს ხედავს და მისი თანასწორი არ არის; იტანჯება თავის თანასწორთა ხილვისას, რადგან მათზე აღმატებულობა სურს; მწუხარებს თავისზე დაბლა მდგომთა ხილვისას, რადგან მასთან გათანასწორების, ანდა უარეს...
იხილეთ სრულად
შურიანი მწუხარებს, როდესაც თავისზე აღმატებულს ხედავს და მისი თანასწორი არ არის; იტანჯება თავის თანასწორთა ხილვისას, რადგან მათზე აღმატებულობა სურს; მწუხარებს თავისზე დაბლა მდგომთა ხილვისას, რადგან მასთან გათანასწორების, ანდა უარესი მდგომარეობის ეშინია.
ნეტარია ის, ვინც ზნეობრივად საკუთარი თავი ისე აღზარდა, რომ შეუძლია, ხარობდეს სხვისი კეთილდღეობითა და ბედნიერებით, თუნდაც, თვითონ ამით ვერაფერს იღებდეს.
"რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?" - ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. "იმიტომ, - მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ, - რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს -...
იხილეთ სრულად
"რატომ არ არის ეს ადამიანი მხიარული?" - ჰკითხეს ერთ ბრძენს და მიუთითეს შურიანზე, რომელიც ყოველთვის ნაღვლიანი სახით დადიოდა. "იმიტომ, - მიუგო კაცთა ბუნების გამოცდილმა მცოდნემ, - რომ ან მას შეემთხვა რაიმე უბედურება, ან მის მოყვასს - რაიმე ბედნიერება".
გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე.
ვინ ვართ ჩვენ ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? არაფერი, - ცოდვების გარდა. აპოკალიფსში ვიღაც თავს იქებს: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების", არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. ასეთს ეტყვიან: "და არა უწყი...
იხილეთ სრულად
ვინ ვართ ჩვენ ყველა, თუ არა - ღატაკნი? რა გაგვაჩნია საკუთარი? არაფერი, - ცოდვების გარდა. აპოკალიფსში ვიღაც თავს იქებს: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების", არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. ასეთს ეტყვიან: "და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ" (აპოკ. 3, 17). როგორი შესამეცნებელი გაკვეთილია ჩვენი ამპარტავნებისთვის!