როგორ მიდრეკილნი ვართ ჩვენ მოყვასის ქმედებების განსასჯელად ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამოვიკვლევთ მათ! ეს, რასაკვირველია, იმისგანაა, რომ ჩვენ თვითონ საკუთარ საქმეებში მეტნაკლებად შეგვაქვს არაწმიდა ზრახვები და მიზნები.
ძალიან ხშირად ადამიანთა სამსჯავრო ჰგავს იმას, თითქოსდა სახლის პატრონი, რომელსაც საკუთარი ეზო ჭუჭყისგან არ გაუსუფთავებია, აყვედრის ადამიანებს, რომლებიც მასთან ტალახიანი ფეხებით შემოვიდნენ.
შუ შეგაწუხებს შური და ზრახვები, გაიხსენე, რომ ჩვენ ყველა ქრისტეს ნაწილები ვართ და როგორც პატივი, ისე უპატიობა ყველას ერთი გვაქვს, და ამ ფიქრებისგან გათავისუფლდები.
თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეე...
იხილეთ სრულად
თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეენიის ცეცხლს ცოდვილის გულში.
თუ შური მწუხარებაა, მაშინ შურიანს იმდენი მწუხარება და სატანჯველი აქვს, რამდენიც სხვებს სხვადასხვა მადლი და სრულყოფილება. ეს დაავადება დასაწყისია მარადიული მწუხარებისა და განუწყვეტელი ტანჯვის წინდია. ეშმაკი ასევე იტანჯება და შურიან...
იხილეთ სრულად
თუ შური მწუხარებაა, მაშინ შურიანს იმდენი მწუხარება და სატანჯველი აქვს, რამდენიც სხვებს სხვადასხვა მადლი და სრულყოფილება. ეს დაავადება დასაწყისია მარადიული მწუხარებისა და განუწყვეტელი ტანჯვის წინდია. ეშმაკი ასევე იტანჯება და შურიანს მიწაზევე შეუძლია, იგრძნოს და მიხვდეს, რა არის ჯოჯოხეთური ტანჯვა.