ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ცილისწამება და ცრუ-ბრალდება დაითმინეთ, რომ ამგვარად მას მიემსგავსოთ. ასე მოექცნენ ჩვენს იესოს მწიგნობრები, ფარისევლები და მღვდელმთავრები - უსამართლოდ ჯვარს აცვეს იგი. ამიტომ, ვისაც სურს უფალს შეუდგეს, იგივე გზა უნდა გაიაროს.
ვხედავ თქვენს ბრძოლას, ვითვლი გვირგვინებს, მშურს ჯილდოების, გონებით გადავდივარ მომავალ საუკუნეში, სადაც უხორცო არსებები გამარჯვების ჰიმნებს ააჟღერებენ. განცვიფრება მიპყრობს და საკუთარ თავს ვტირი, რადგან არ მიბრძოლია ისე, როგორც თქ... იხილეთ სრულად
განუწყვეტლივ იმეორეთ იესოს ლოცვა; დაუღალავად იღვაწეთ; იყავით თავშეკავებულნი; ილოცეთ; უბრალო და მოკრძალებული სამოსი ატარეთ; სასულიერო წიგნები იკითხეთ
მოწამეებმა რწმენითა და თავის სრული უარყოფით იღვაწეს, ასე მოიპოვეს აღთქმული სიკეთე და დიდების მარადიული გვირგვინები! ასევე ჩვენც, იესო ქრისტეს რწმენით და თავის სრული უარყოფით შევძლებთ ღვთის მადლით გამარჯვებას.
ჯილდოს მაშინ მივიღებთ, როცა იმ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სოფლის სიყვარული გაგვიწევს, შევძლებთ ღვთის ცხოველმყოფელი სიყვარული მოვიპოვოთ და მიუხედავად ცოდვის მიმზიდველობისა, სათნოების ციხე-სიმაგრედ აღვემართოთ!