წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

„რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა უარყავნ თავი თვისი და აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34). ვისაც სურს აღსრულება დიდისა ამის მცნებისა, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რა ძნელია ეს საქმე. აქ კაცი უნდა ებრძოდეს თავის თავს, თვისთა სურვილთა, თვისთა ჩვეულებათა, თვისთა მიდრეკილებათა, ერთი სიტყვით: მან უნდა დათრგუნოს და დაიმორჩილოს თვით ბუნება თვისი. უკეთუ გსურთ, შეიტყოთ სიძნელე ამა საქმისა, წარმოიდგინეთ მხოლოდ ერთი მაგალითი. მრავალნი წმიდანი, სიყრმიდთგან შედგომილნი მაცხოვრისადმი, ვიდრე სიბერემდე იყვნენ ბრძოლასა ამას შინა; იგინი დაუტევებდნენ სოფელსა, განვიდოდენ უდაბნოდ, დღე და ღამე, ყოველ წამს ცდილობდენ, რათა დაემორჩილებინათ თვისნი ბოროტნი მიდრეკილებანი, გრანა მრავალგზის ცოდვა სძლევდა მათ რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა უარყავნ

ოდეს მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, ცხად არს რომელ იგი შეგვაგონებს ჩვენ, რათა უარვჰყოთ ცუდი და ბოროტი კერძო (მხარე, თვისება) ბუნებისა ჩვენისა, რათა დავივიწყოთ ცოდვა და ყოველი ნაყოფი მისი: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა უარყავნ თავი თვისი და აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8.34). ოდეს მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან, რათა უარვყოთ

ვინც გულისხმიერად გასინჯავს თვისსა ბუნებასა და შთახედავს გულსა შინა თვისსა, იგი მსწრაფლ ნახავს, რომელ კაცი შინაგან თვისსა გრძნობს ბრძოლასა და წინააღმდეგობასა შორის კეთილთა და ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა მისთა. დღეს კაცი არის კეთილი და ჰქმნა მრავალი კეთილი საქმე, ხოლო ხვალე გული მისი გამოიცვალა და ჰქმნა ბევრი ცოდვა; ერთ წამს გული მისი გრძნობს სიყვარულსა ღვთისასა და მოყვასისა, ხოლო შემდგომში მან დაივიწყა სიყვარული. ერთი სიტყვით, გული მისი ყოველთვის გაპობილ არს ორად: ბუნებასა მისსა აქვს მრავალი კეთილიცა და ბოროტიცა თვისება და მიდრეკილება. ვინც გულისხმიერად გასინჯავს თვისსა ბუნებასა

ბუნებასა კაცისასა და ყოველსა მისსა შინაგანსა და გარეგანსა მოქმედებასა აქვს ორი კერძო ანუ ორი სახე: ერთის მხრით კაცსა აქვს ბევრი კეთილი თვისება, დიდი სათნოება, უმაღლესი ღირსება; კაცსა აქვს სურვილი და მიდრეკილება, რომ აღასრულოს სიმართლე, სათნოეყოს ღმერთსა, ერთის სიტყვით, მრავალს კეთილს და საქებელ საქმეთა იქმნს. მეორეს მხრით, ბუნებასა შინა კაცისასა ვხედავთ ჩვენ მრავალთა ნაკლულევანებათა, ბოროტთა თვისებათა და მიდრეკილებათა, ცოდვათა და უღირსებათა. ბუნებასა კაცისასა და ყოველსა მისსა შინაგანსა

რასა ნიშნავს, ძმაო, უარისყოფა თავისა თვსისა და აღება ჯვრისა, ანუ როგორ შეიძლება, რომ კაცმან თავი თვისი უარჰყოს? ვიფიქროთ ამაზე. საგანი ესე დიდ არს და ფრიად ღრმა, გარნა ცნობა მისი უსაჭიროეს არს ყოვლისა ქრისტიანთათვის, ვინაიდგან უარისყოფა თავისა თვისისა არის საფუძველი ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. მაცხოვარი ხშირად მოითხოვდა მოწაფეთა მისთაგან უარისყოფასა თავისასა. სახარება ხშირად გვეტყვის ჩვენ, რომელ ვისაც ნებავს, რათა იყოს ჭეშმარიტი მოწაფე უფლისა, მან უნდა უარჰყოს და დაივიწყოს თავი თვისი რასა ნიშნავს, ძმაო, უარისყოფა თავისა თვსისა

სულის ცხონების საქმე წინა უვიდოდეს სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა და არათუ მხოლოდ შენნი საქმენი, შრომანი, ზრუნვანი, იმ სახით გქონდეს დაწყობილნი, რომელ არა უშლიდენ სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიცა მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ. სულის ცხონების საქმე წინა უვიდოდეს სხვათა

ძმაო, შენ ისე არ აფასებ ღვთის წოდებასა, ვითარცა დააფასეს უბრალო მეთევზეთა (იგულსხმება მოციქულები, როცა მათ მოუწოდა ქრისტემ). მათ ისრე დააფასეს წოდება ღვთისა, რომელ არა თუ დაუტევეს ნავი თვისი, ესე იგი ყოველი ქონება თვისი, არამედ მშობელნი თვისი. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ესოდენსა მსხვერპლსა, რომ დასტოვო ყოველი შენი ამ სოფლის საქმე და შეუდგე მხოლოდ ღვთის მსახურებასა. ესრეთსა მსხვერპლსა მოითხოვს ღმერთი მხოლოდ რომელთამე რჩეულთაგან. შენთვის ისიც საკმაო იქნება, რომ წოდება ღვთისა, მისი მსახურება და მორჩილება მიგაჩნდეს უდიდესად ყოველთა სხვათა სოფლის საქმეთა და არ დაივიწყო ეს სიტყვა მაცხოვრისა: „სული უფროს არს საზრდელისა და გვამი სამოსელისა“; ანუ ესე: „რა მიუზღოს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა“. ძმაო, შენ ისე არ აფასებ ღვთის წოდებასა

რაოდენ გზის გული გეტყოდა: დრო არის მიქცევად ღვთისადმი და დატევება ყოვლისა ამ სოფლის ამაოებისა; გარნა შენ მაინც ემონები ცოდვასა და ამაოებასა. რაოდენ გზის გული გეტყოდა: დრო არის მიქცევად

იქმნება ღმერთმან შეგაგონა შენ სხვითა სახითა, იქმნება მან მოგცა შენ პატივი შორის მოყვასთა შენთა, იქმნება შეგამკო შენ ჭკუითა, განათლებითა; მოგანიჭა სიმდიდრე და წარმატება; კაცი კეთილგონიერი და მორწმუნე ყოველთა ამათ ნიჭთა მიიღებს ვითარცა ღვთისაგან მოცემულსა წყალობასა, იგი იფიქრებს: უთუოდ ყოველი ესე მომცა ღმერთმან მისთვის, რათა ამით ვემსახურო ღმერთსა; გარნა შენ ხშირად სხვაფერ უყურებ ესრეთსა წოდებას ღვთისასა; სიმდიდრე და წარმატება შენ ხშირად მიაწერე საკუთარსა ჭკუასა და ღირსებასა, ანუ ერთსა ბრმასა ბედსა და იგი მოიხმარე შენ არა ღვთის მსახურებისათვის, არამედ დასაკმაყოფილებლად შენთა ცუდთა სურვილთა და ვნებათა. ესრეთი სიტყვით რაოდენგზის გააუქმე შენ წოდება ღვთისა. იქმნება ღმერთმან შეგაგონა შენ სხვითა სახითა

ღვთისგან იყო ისიც, როდესც შენ შეგემთხვია რომელიმე უბედურება, როდესაც იყავი შეწუხებული: ანუ სიკვდილითა მოყვასთა შენთა, ანუ სიღარიბითა, ანუ სნეულებითა; ყოველი ესრეთთა შემთხვევათა კაცნი ღვთის მოშიშნი და ღვთის მოსავნი მიიღებენ, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებულსა სწავლასა, შეიმუსვრიან გულთა თვისთა, დაემორჩილებიან სიმართლით დამსჯელსა მარჯვენასა ღვთისასა და ცდილობენ, რომ სინანულითა, მოთმინებითა და მორჩილებით გაისწორონ ცხოვრება თვისი და კვალად შეიქმნენ ღირსნი ღვთის მოწყალებისა; გარნა შენ ესრეთთა შემთხვევათა შინა საუბედუროდ სხვაფერ იქცევი: შენ ანუ დაღონდები და შთავარდები სასოწარკვეთილებასა შინა, ანუ მხოლოდ ერთ წამს მიიქცევი ღვთისადმი და მერმე დაგავიწყდება სწავლა ღვთისა. ღვთისგან იყო ისიც, როდესც შენ შეგემთხვია

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1