წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
45. ზოგს განსაცდელი წარსულში ჩადენილ ცოდვათა აღსახოცად შეემთხვევა; ზოგს - აწმყოში ქმნულთა აღსაკვეთად, ზოგს კი - მომავალში აღსასრულებელთა ასარიდებლად, გარდა იმ განსაცდელისა, რომელიც ადამიანს გამოცდის მიზნით ხვდება, რაც იობს შეემთხვა.
თემა: ცოდვა, განსაცდელებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
44. განსაცდელს ადამიანთათვის ზოგჯერ სიამოვნება მოაქვს, ზოგჯერ - მწუხარება. ზოგჯერ კი - ხორციელი ტანჯვა. რამეთუ სულთა მკურნალი, თავისი განგებით, სულში არსებულ ვნებათა მიზეზის შესაბამის წამალს იყენებს.
თემა: განსაცდელები, ვნებები, მწუხარებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
43. რაც მეტად ცოდვილი ხარ, მით ნაკლებად უარყავი ხორციელი სივიწროვე, რათა, მისით დამდაბლებულმა, ამპარტავნობა უკუაგდო.
თემა: ცოდვა, ამპარტავნება, ქედმაღლობაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
41. თითქმის ყველა ცოდვა საკუთარი თავის საამებლად წარმოიქმნება და ამიტომ ან სინანულის შედეგად, ნებსითი თუ უნებლიე შრომითა და ტანჯვით აღიხოცება, ან იმ განსაცდელის ზემოქმედებით, რომელიც ჩვენდამი ღვთის განზრახვაზეა დამოკიდებული. "ჩვენსავე თავს რომ განვსჯიდეთ, აღარ განვისჯებოდით - ამბობს წმიდა წერილი,- ხოლო რაკი განვისჯებით, უფლის მიერ განვისწავლებით, რათა წუთისოფელთან ერთად არ დავისაჯოთ." (1 კორ. 11,31,32).
თემა: ცოდვა, სინანული, განსაცდელებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
39. ვინც კაცთა ბუნების უძლურებას ჩასწვდა, მან ღვთის შეწევნის ძალა გამოცდილებით შეიცნო. ასეთმა ადამიანმა ამ ძალის შეწევნით რაც არ უნდა გააკეთოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, კაცთაგან არასდროს არავის დაამცირებს. რადგან იცის, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი მას და რამდენი ვნებისა და უბედურებისაგან იხსნა. ასე შეეწევა ის ყველას, ვინც ამას მოისურვებს, განსაკუთრებით კი მას, ვინც ღვთისათვის იღვწის; თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო, ყველას ერთბაშად არ ათავისუფლებს ვნებათაგან, მაგრამ, როგორც კეთილი და კაცთმოყვარე მკურნალი, თითოეულ მისდამი ლტოლვილს თავის დროზე კურნავს.
თემა: საკუთარი თავის შეცნობა, ღმერთიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
38. ამპარტავნობის დემონს ორგვარი მზაკვრობა გააჩნია: მონაზვნებს ან იმაში არწმუნებს, რომ თავიანთი მართებული საქმეები თავის თავს მიაწერონ და არა ღმერთს, რომელიც მადლის მომნიჭებელი და კეთილმორწმუნეობის შემწეა, ანდა, როცა ისინი დემონს ამაში არ დაეთანხმებიან, მაშინ შთააგონებს, რომ ნაკლებად სრულყოფილი ძმები დაამცირონ. მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამგვარი ქმედების ჟამსაც კი მათ დემონი აქეზებს, ღვთის შეწევნა უარყონ. რამეთუ მათი დამცირებით, ვინც, მათ მსგავსად, არაა სრულყოფილი, ააშკარავებენ, რომ თავიანთ წესიერებას მეტწილად თავის თავს მიაწერენ, რაც შეუძლებელია. როგორც უფალი ამბობს: "თვინიერ ჩემსა არა ძალ-გიძსთ ყოფად არცა ერთი" (იოან.15,5). ჩვენი უძლურება იმდენად დიდია, რომ სიკეთის მოსურვების ჟამსაც კი მისი ბოლომდე მიყვანა არ ძალგვიძს, მადლთა მომნიჭებლის შეწევნის გარეშე.
37. როცა გაიგონებთ წმიდა წერილის სიტყვებს: "რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ" (რომ.2,6.), გახსოვდეთ, რომ ღმერთი სიკეთით მოგაგებთ არა იმისათვის, რაც უკეთური განზრახვით კეთდება, თუმცა, შეიძლება, ის სიკეთედ გეჩვენებოდეთ, არამედ სწორედ კეთილი განზრახვით ქმნილის გამო. რამეთუ ღვთის მსჯავრი ხედავს არა მხოლოდ იმას, რა კეთდება, არამედ განზრაზვას, რომლითაც კეთდება.
თემა: სიკეთე, აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, ბოროტებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
36. ყველა ჩვენს ქმედებაში ღმერთი განზრახვას ხედავს; მისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას[] თუ იმ მიზეზის გამო.
თემა: კეთილი საქმეები, საქმეავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ