ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
28. ღვთის სიყვარულის მომპოვებელი ჰგავს ღვთაებრივ იერემიას, რომელის "არ წუხს, თავისი უფალი ღმერთის მიმდევარი" (იერ.17,16), არამედ ვაჟკაცურად იტანს ყოველგვარ შრომას, შეურაცხყოფას და დამცირებას, არავის მიმართ განიზრახავს ბოროტებას.
თემა: შრომა, სიყვარული ღვთისადმი, შეურაცხყოფა, ლანძღვა, ბოროტებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ,. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს.
თემა: მადლი, ღვთისთვის თავგანწირვა, ღმერთი, ღვთის წყალობა, მოწყალებაავტორი: იოსებ ათონელი (ისიხასტი)
ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ.
თემა: მოთმინება, თავმდაბლობა, სიყვარული ღვთისადმი, მცნებები, მცნებების დაცვაავტორი: წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
წყარო: კრებული
რაც გინდა მდიდარი იყოს კაცი, მაინც არ უნდა დაუტევოს შრომა. წინააღმდეგ ამისა, თუ მან განისვენა, იგი ზარმაცდება, მიეჩვევა უქმობასა, და უქმობა შთააგდებს მას მრავალთა ცოდვათა შინა და ბოლოს სიმდიდრესაც დაჰკარგავს იგი და ყოველსა სულიერსაცა ღირსებასა.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი