ჩემ გულს მხოლოდ შესასვლელი აქვს, გამოსასვლელი - არა. ვინც შემოვა, რჩება. და რაც გინდა ჩაიდინოს მან, მე ის ისეთი მიყვარს, როგორიც შევიყვარე. ვლოცულობ მისთვის და ვეძებ მის ხსნას. ჩემთვის ყველაზე დიდი წამება იმის გაგებაა, რომ საყვარე...
იხილეთ სრულად
ჩემ გულს მხოლოდ შესასვლელი აქვს, გამოსასვლელი - არა. ვინც შემოვა, რჩება. და რაც გინდა ჩაიდინოს მან, მე ის ისეთი მიყვარს, როგორიც შევიყვარე. ვლოცულობ მისთვის და ვეძებ მის ხსნას. ჩემთვის ყველაზე დიდი წამება იმის გაგებაა, რომ საყვარელ ადამიანს ვაწყენინე. ძალიან მინდა, რომ ისინი, ვინც ჩემთან არიან, შეწუხებული არ იყვნენ, თავისუფლად გრძნობდნენ თავს. მე არავის ვუხმობ, არავის ვაკავებ, არც არავის ვაგდებ; ვისაც უნდა მოვა, ვისაც უნდა დარჩება, ვისაც უნდა წავ...
link
ყოველი სულიერი მოძღვარი მხოლოდ მსახური უნდა იყოს ზეციური სიძისა. (მოწაფეთა) სულები მასთან უნდა მიიყვანოს და არა თავისთან. უნდა აუწყებდეს მათ ქრისტეს უსაზღვრო, გამოუთქმელი მშვენიერების შესახებ, მისი უსაზღვრო სახიერებისა და ძლიერები...
იხილეთ სრულად
ყოველი სულიერი მოძღვარი მხოლოდ მსახური უნდა იყოს ზეციური სიძისა. (მოწაფეთა) სულები მასთან უნდა მიიყვანოს და არა თავისთან. უნდა აუწყებდეს მათ ქრისტეს უსაზღვრო, გამოუთქმელი მშვენიერების შესახებ, მისი უსაზღვრო სახიერებისა და ძლიერების შესახებ. დაე, მათ ქრისტე შეიყვარონ, ჭეშმარიტად ღირსი სიყვარულისა. ხოლო მოძღვარი, დაე, დიდებული და მდაბალი (სიმდაბლით შემოსილი) ნათლისმცემლის მსგავსად გვერდით დადგეს, თავი არარაობად მიიჩნიოს, უხაროდეს მოწაფეთა თვალში მ...
link
უმჯობესია ღმერთთან გქონდეს ცუდი ურთიერთობა, ვიდრე სულიერ მამასთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს უკანასკნელი შეგარიგებს უფალთან და თუ სულიერ მამას განეშორები, ღვთისკენ მიმავალ გზასაც მოიკვეთ.
სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი უფლის წინაშე იტვირთებს მორწმუნის სულს, რათა წარმართოს ის გადარჩენის გზით. ქრისტიანი კი დაეჭვების გარეშე მიედობა მოძღვარს. „ვითარცა მჭ...
იხილეთ სრულად
სულიერი ხელმძვანელობის არსი მოძღვარსა და მორწმუნე ქრისტიანს შორის არის აღთქმა, რომლითაც მოძღვარი უფლის წინაშე იტვირთებს მორწმუნის სულს, რათა წარმართოს ის გადარჩენის გზით. ქრისტიანი კი დაეჭვების გარეშე მიედობა მოძღვარს. „ვითარცა მჭედელს რკინა, ესრეთ შეგივრდები წმიდაო მამაო, შენდამი მორჩილებით“ - ეუბნებოდა მორჩილი ისიდორე მოძღვარს (კიბე. 4, 23). „თუ დაიცავ საღმრთო მცნებებს, სიტყვას გაძლევ, რომ პასუხს ვაგებ შენთვის განკითხვის დღეს, როდესაც განიკითხა...
link
მოძღუართა, რომელთა მოწაფენი აკურთხნენ, გინა აღსარება იტვირთონ, უკეთუ წუალებასა, ანუ კაცისკვლასა, ანუ სიძუასა, ანუ გრძნებასა, გინა მწამვლელობასა აწუევდეს მოძღუარი, ესევითარსა არა აქუს ხელმწიფებაი და მოწაფე იგი უკეთუ ურჩ ექმნას, უბრ...
იხილეთ სრულად
მოძღუართა, რომელთა მოწაფენი აკურთხნენ, გინა აღსარება იტვირთონ, უკეთუ წუალებასა, ანუ კაცისკვლასა, ანუ სიძუასა, ანუ გრძნებასა, გინა მწამვლელობასა აწუევდეს მოძღუარი, ესევითარსა არა აქუს ხელმწიფებაი და მოწაფე იგი უკეთუ ურჩ ექმნას, უბრალო არს. ხოლო ამათ პირთაგან კიდე სხუაი რაიცა ამცნოს მოწაფესა, რომლისა იგი აღსარებაი ეტვირთოს, გინა ეკურთხოს, ხელმწიფებაი აქუს მას ზედა მოძღუარსა და მოწაფესა მას თანა-აცს მორჩილებაი. და წარსვლად მოწაფესა მოძღურისაგან თვის...
link
მოძღვრის დამოკიდებულება სულიერი შვილის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის ზნეობრივი ზემოქმედების მოხდენას სულიერ შვილზე.
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსა...
იხილეთ სრულად
მას შემდეგ, რაც სულიერ შვილში უმთავრესი სათნოება მორჩილება განმკიცდება, მოძღვარმა სამი შემდეგი სათნოება უნდა აღზარდოს მასში:
ა) საკუთარი უძლურების შეცნობა;
ბ) საკუთარი თავის მხილება;
გ) მადლობით დაითმინოს განსაცდელები.
ა) ადამიანისათვის ფრიად სასარგებლოა საკუთარი უძლურების აღიარება. სხვადასხვა განსაცდელების, მწუხარებების, განსაკუთრებით კი, ვნებებთან და გულისთქმათა წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანი დაინახავს, რომ უკიდურესად უძლურია. ეს კი სულის გაჯან...
link
მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისიამ ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახ...
იხილეთ სრულად
მართალია ის, ვინც ამბობს, რომ დღეს აღარ არიან ნამდვილი მოძღვრები, მაგრამ მაინც არ ეგების ოდენ სახარებისა და მამათა სწავლათა კითხვის ამარად დარჩენა, აუცილებელია შეკითხვა! ბერმა პაისიამ ეს პრობლემა ასე გადაწყვიტა: ორი-სამი თანამზრახველი მოილაპარაკებს, შეკრავს კავშირს, ეკითხებიან ერთი-მეორეს და ასე ატარებენ ცხოვრებას ურთიერთმორჩილებასა და ღვთის შიშით ლოცვაში.
link
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, პირველისაგან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ ...
იხილეთ სრულად
თითოეულ მოძღვარს ორი დიდი საქმე აკისრია: პირველი საკუთარი სულის ცხონებაა, მეორე კი, პირველისაგან განუყოფელი - მათ ხელმძღვანელობას მინდობილი სულის გადარჩენა. „ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა“ (საქმ. 20.28). ასეთია მთავარი წესი სამღვდელო მსახურებისა!
თუ გსურთ სულიერ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ, არაფერი დ...
link
თავი დაიცავით მოძღვრისადმი გადამეტებული, არაჯანსაღი სიყვარულისაგან. მრავალნი გაუფრთხილებლობის გამო მოძღვრებთან ერთად ეშმაკის ბადეებში გაიხლართნენ. რჩევის მიღება და მორჩილება წმინდა და ღმრთის სათნოა მანამ, სანამ ისინი ვნებიანი მიჯა...
იხილეთ სრულად
თავი დაიცავით მოძღვრისადმი გადამეტებული, არაჯანსაღი სიყვარულისაგან. მრავალნი გაუფრთხილებლობის გამო მოძღვრებთან ერთად ეშმაკის ბადეებში გაიხლართნენ. რჩევის მიღება და მორჩილება წმინდა და ღმრთის სათნოა მანამ, სანამ ისინი ვნებიანი მიჯაჭვულობით არ არიან შებილწული. ვნებებზე დამყარებული სიყვარული ადამიანს კერპად აქცევს. ამ კერპისადმი შეწირულ მსხვერპლებს ღმერთი რისხვით განეშორება. ასე იკარგება უსარგებლოდ ცხოვრება, იღუპება კეთილი საქმეები, როგორც საკმევლის...
link