ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
გზა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა არის ქრისტეს გზა. იგი ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ - კურთხეული და სამეუფო, ერთადერთი და გადამრჩენი. მაცხოვარი გვაფრთხილებს: შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰ... იხილეთ სრულად
დამღუპველია, როცა ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან სიცრუეს, ამით ამახინჯებენ მათ შეუბღალავ სულს და ჯერ კიდევ სუსტ ნებისყოფას. ერთ სიცრუეს მეორე ემატება, მეორეს - მესამე და ასე დაუსრულებლად. ცოდვა თანდათან იკიდებს ფეხს, შემდეგ კი ... იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ზრუნვას ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაზე.
საზოგადოება თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქრისტიანული აღზრდის გარეშე არაფერი გამოვა. ამაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ეკისრება ეკლესიას. მღვდელმსახურებსა და სასულიერო განათლების მქონე ღვთისმოსავ მორწმუნეთ.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე? უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლ... იხილეთ სრულად
თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას დ... იხილეთ სრულად
ერთი ალპინისტის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: იგი დაიღუპა მწვერვალზე ასვლისას. ბედნიერი და ნეტარია ის, ვინც სრულყოფის მწვერვალზე ასვლისას კვდება.
უნდა ვიყოთ გაბედულნი, მტკიცენი, გონიერნი და მიზანდასახულნი, გადაუჭრელ საკითხთა სიმრავლემ არ უნდა დაგვაბნიოს. სიბრძნე სწორედ იმაში უნდა გამოვავლინოთ, რომ გავარჩიოთ მთავარი მეორეხარისხოვანისაგან, მარადიული - მსწრაფლ წარმავალისგან.
მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.
სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. "ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ე... იხილეთ სრულად