მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ "წმიდა წერილისადმი" მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანა...
იხილეთ სრულად
მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ "წმიდა წერილისადმი" მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანაშაულის აღიარებისა, სიმართლის დაცვისა, ისინი უნდა მივაჩვიოთ სიყვარულით ცხოვრებას, სხვისი ტკივილის გათავისებას, ზრუნვას გაჭირვებულებისა და ავადმყოფებისადმი და საერთოდაც უნდა აღვზარდოთ მათში სურვილი, იცხოვრონ და იღვაწონ ღმე...
ჩვენ სიკვდილისა და გაქრობისთვის ნამდვილად არა ვართ გაჩენილნი. თითოეული ჩვენგანის მიზანი მარადიული სოცოცხლის მოპოვება, უფალთან მიახლებაა, ღმერთში სიცოცხლეა და საუკუნო ნეტარებაა. ამქვეყნიური ცხოვრება კი არის გამოცდა ჩვენი სულისა.
ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნ...
იხილეთ სრულად
ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნობიერებლად ზიანს მოუტანს ხალხს. მათ მსგავსთა მიმართ ბრძანებს უფალი: "ამაოდ მმსახურებენ მე. რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა" (მათე 15,9).
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისა...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას.
ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რუდუნებით სავსე, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისათვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა.