წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაშინ ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა აქა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა სიკვდილით მაინც მოსპობს უბედურებასა მისსა. ხოლო უკანასკნელი ესე სამსჯვარო მით უმეტეს საშინელ და შემმუსვრელ სულისა, რომელ განჩინება მისი იქმნება უკანასკნელი, წარწყმედა და ტანჯვა ცოდვილისა დაუსრულებელი. ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი

ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანიოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ–ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სინიდისი ჩვენი ხშირად შეკრულ არის და დაბნელებული ამ ქვეყანაზედ, გარნა იმ საშინელ დღეს კაცსა ცოდვილსა მოესპობა ყოველი თავის გასამართლებელი მიზეზი და ყოველი ნუგეში. რითღა გაიმართლებს მაშინ თავსა თვისსა კაცი წარწყმედილი? რით დააჩუმებს სინიდისსა თვისსა? აღარ დარჩა დრო მინანიებისა; მან გაიგონა უკანასკნელი განჩინება იგი, იქმნა რა განყოფილ მართალთაგან და დადგინებულ შორის წარწყმედულთა. სინიდისი მისი, განთავისუფლებული ყოველთა ცბიერთა და ცრუთა ჰაზრთა და მიზეზთაგან, იწყებს ტანჯვასა და ქენჯნასა მისსა უწყალოდ. ყოველნი მისნი სიტყვანი და საქმენი ამ ქვეყნისანი, ვითარცა ლაშქარნი უწყალონი, წინა დაუდგებიან მას და იწყებენ შეძრწუნებასა და შემუსვრასა მისსა. ამღვრეულნი და გაშტერებულნი შიშით და ურვით, მაშინ იწყებენ ცოდვილნი ყვედრებასა და მოძაგებასა თავისა თვისისა. მაშინ მოგაგონდება შენ, ძმაო, ყოველი შენი ბოროტება თვითოეულად: რაოდენი ჟამი დაჰკარგე შენ უქმად და უნაყოფოდ სულისა შენისათვის! რაოდენი მადლი და ნიჭი ღვთისა გააუქმე შენ ცოდვათა და უსჯულოებათა შინა! რაოდენგზის ღმერთმან მოგცა შენ შემთხვევა მონანებისა და მოქცევისა, გარნა შენ უგულებელ ჰყავ იგი, გარნა შენ დაჰშთი ყრუ და ბრმა ყოველთვის. რასა ვფიქრობდი მე უბედური? ეტყვი შენ მაშინ გოდებით და ტირილით თავსა შენსა. ვის ვემსახურებოდი მე? გარნა ამაოდ იქმნება მაშინ ყოველი შენი კვნესა და გოდება, ამაოდ აღიპყრობ ხელთა შენთა. გათავდა ჟამი მონანებისა; მოისპო დრო შეწყალებისა და მოწყალებისა; თქმულ არს საშინელი იგი: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა“ (მათე 25. 41). მაშინ აღსრულდება შენზედა წინასწარ თქმული უფლისა მიერ: „აჰა ესერა მოვლენ დღენი, რომელთა შინა იწყონ სიტყვად მთათა, დამეცენინ ჩვენზედა ბორცვთა, დამფარენით ჩვენ“. კაცი ცოდვილი, მიმავალი ჯოჯოხეთად, დასწყევლის მაშინ დღესა შობისა თვისისა; იგი ისურვებს, როგორმე მოსპოს და განაქარვოს თავი თვისი, გარნა ამაოდ იურვოს იგი: უმაღლესმან სიმართლემან და მართლმსაჯულებამან ღვთისამან მიაგო მას მსგავსად საქმეთა მისთა და ვინ წინააღუდგების განჩინებასა მისსა. ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ

წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი არა გცეს, ან ცუდი რაიმე სთქვეს შენზედ, ანუ შენ მეგობარზედ, რომელ თითქმის აღარც იცი, სად დაიმალო სირცხვილისაგან, - წარმოიდგინე, ვითარი სირცხვილი და განკიცხვა გექნება მაშინ, ოდეს ცა და ქვეყანა, რომელნი მცნობნი და უცნობნიცა შეიტყობენ შენსა სიცუდესა და წარწყმედასა. ამ სოფელში შენ, რასაკვირველია, გყვანან მრავალნი მეგობარნი და მოყვარენი; ფრიად გეწყინება, რომ იმათ ცუდი რაიმე შეიტყონ შენზედ. წარმოიდგინე, რომ არათუ მხოლოდ იგინი, არამედ მრთელი ქვეყანა, ანგელოზნი და კაცნი გიხილავენ შენ მდგომარედ მარცხენით წარწყმედულთა შორის. ჰოი, ვითარი სირცხვილი და გამოუთქმელი შემუსვრა დაგეცემა შენ იმჟამად! იქნება ამ ქვეყანაზედ მრავალთა მიაჩნდი შენ კეთილ კაცად და ღვთისმოყვარედ, იქნება აქ ატყუებდი მოყვასთა შენთა კეთილითა სახითა და გარეშეობითა. გარნა მუნ გამოსჩნდება, რომ ესე ყოველი იყო სიცრუე; იქ შეიტყობენ ყოველნი, რომ ღვთისმოყვარება შენი იყო მხოლოდ თვალღება, სიმართლე გქონდა შენ მხოლოდ ენასა ზედა და გული შენი იყო აღვსებულ ბოროტითა და უსჯულოებითა. წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ

აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმე ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა: ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაჰფაროს ყოველი ცოდვაი თვისი და ცუდნი თვისებანი. ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი; ეს უეჭველია და ჭეშმარიტი, რომ, უკეთუ კაცს არ შეეძლოს ამ სოფელში დაფარვა ცოდვისა თვისისა, უკეთუ იგი დარწმუნებული იყოს, რომელ იმავე წამს, როდესაც ცოდვას იქმს, ცოდვა მისი შეტყობილ იქმნება ყოველთა კაცთაგან, - მაშინ იგი არ გაბედავდა და ვერ იქმოდა მრავალთა თვისთა ცოდვათა. აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაძღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა დაუსრულებელსა მისსა განჩინებასა. ბრძენი და ფრიად გამოცდილი ზირაქ იტყვის წიგნსა შინა თვისსა: "ყოველთა შინა საქმეთა შენთა მოიხსენებდ უკანასნელსა შენსა და უკუნისამდე არა სცოდო". ხოლო უკანასკნელი ყოვლისა კაცისა არის საშინელი სამსჯავრო, და უკეთუ კაცი ყოველ დროს და ყოველთა საქმეთა მისთა წარმოიდგენს საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, მრავლისა ცოდვისაგან დაიცავს იგი თავსა თვისსა. ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი

გარნა ვინ გაბედავს და ვინ იტყვის წუთისოფელში, რომ იგი იყოს უცოდველი და ემსგავსებოდეს უფროსსა ძმასა? (იგულისხმება მაცხოვრის იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11-32) ჩვენ ყოველნი ცოდივლნი ვართ, ძმანო ჩემნო, და უმეტესად ვემსგავსებით უმცროსსა მას ძესა; ვბაძვიდეთ მისსა მონანებასა და მოქცევასა. ამისთვისაცა ჰსთქვა მაცხოვარმან იგავი ესე, რათა განაღვიძოს გულთა შინა ჩვენთა მონანება, რათა მოვიძაგოთ ცოდვა და ვნება და ვისურვოთ სულითა მიქცევა მამისადმი ჩვენისა ზეციერისა, რომელი და მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ. გარნა ვინ გაბედავს და იტყვის წუთისოფელში, რომ

შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს კაცი ვინმე ღვთისმოყვარე, რომელი მარადის ემსახურება ღმერთსა და მარადის აღასრულებს მცნებათა მისთა, გარნა ითმენდეს ჭირსა და განსაცდელსა. შეიძლება, რომ მან ოდესმე იფიქროს გულსა შინა თვისსა: ღმერთო, მე ყოველთვის შენ გემსახურები, ყოველთვის ვასრულებ მცნებათა შენთა, გარნა არცა ერთი ნუგეში არ მომეც ქვეყანასა ზედა: „ესოდენი წელნი გმონე შენ და არასადა მცნებათა შენსა გარდავხედ და მე არა–სადა მომეც ერთი თიკანი, რათამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე“ (შდრ. ლუკა 15.29). უკეთუ ესრეთი ჰაზრი გაუჩნდა გულსა შინა თვისსა რომელსამე ღვთისმოყვარესა კაცსა, მაშინ მოაგონდეს მას პასუხი მამისა: „შვილო, შენ მარადის ჩემთანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს“ (შდრ. ლუკა 15.31). რომელიღა ამაზედ უდიდესი ნუგეში გინდა შენ, ძმაო ჩემო, უკეთუ ჭეშმარიტად ხარ ძე ღვთისა და არა–ოდეს არ განეშორე მას? თუმცა ხარ შენ გაჭირვებული ამ სოფელში და მოკლებული ყოვლითა ნუგეშითა, ნუ გეშინის; იცოდე, რომ ღმერთი უმჯობესს რაიმეს ამზადებს შენთვის. იფიქრე, რა არს უმჯობეს შენთვის? აქ, ამ მოკლე ცხოვრებაში მოგცეს ღმერთმა მხიარულება და კმაყოფილება, ანუ მიგიტევოს შენ აქ ჭირსა და განსაცდელთა, ხოლო მომავალსა საუკუნესა შინა მოგცეს დაუსრულებელი ნეტარება? გარნა რას ვიტყვი: თვით აქაც, ამ სოფელში, თუმცა გაკლია ხშირად სოფლიური კმაყოფილება, გარნა შინაგანი შენი კაცი, წმიდა სინიდისი, კეთილი გრძნობა, სულიერი კმაყოფილება ასწილ გყოფენ შენ უბედნიერესს, ვიდრე ნუგეში ამის სოფლისა. ეს უნდა გახსოვდეს და ამით უნდა ნუგეშს სცემდე თავსა შენსა, ძმაო კეთილმსახურო! შეიძლება, რომ ამ სოფლად იყოს კაცი ვინმე

ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა კაცისასა, ვიდრემდის კაცს გონება აქვს დაფანტული, ვიდრემდის იგი არ მოეგო თავსა თვისსა. გარნა ამაოდ ცდილობს კაცი ცოდვილი სრულიად დაივიწყოს თავი თვისი და დააჩუმოს სინიდისი; ამაოდ ფიქრობს იგი, რომელ ცოდვა დააკმაყოფილებს მას და სრულიად დაავიწყებს სახლსა და მამულსა მისის მამისასა, რომელსა განეშორა იგი. (იგულისხმება მაცხოვრის მიერ თქმული იგავი უძღებ შვილზე, შდრ. ლუკა 15. 11–32). მოვა ჟამი, ოდეს სული მისი, შექმნილი ხატად და მსგავსად ღვთისა, იგრძნობს მოწყენასა და მწუხარებასა, შთავარდება საშინელსა შინა შიმშილსა. ცოდვა ვერ გააძღობს და ვერ გააბედნიერებს უკვდავსა სულსა კაცისასა, ცოდვა მხოლოდ ერთს წამს ამხიარულებს კაცსა; გავა წამი და ნაცვლად სიტკბოებისა დარჩა გულსა შინა სიმწარე, მოწყინება და სინანული. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან ჟამსა ამას მოწყინებისა და სინანულისა მსგავსად უძღებისა მის, უთხრას თავსა თვისსა: რათა ვსტანჯავ მე სულსა ჩემსა, რათ ვატყუებ მე უბედურსა გულსა ჩემსა, რისთვის ვკვდები მე შიმშილით, აღვსდგე და მივიდე მამისა ჩემისადმი. იგი მოწყალე არს, იგი კვალად მიმიღებს მე, და მუნ მოივპოვო მხიარულება და განსვენება სულისა ჩემისათვის. ცოდვა მხოლოდ იქამდინ უფლებს გულსა შინა

კაცი ცოდვილი, მიიღებს რა ღვთისაგან სამკვიდრებელსა თვისსა, ესე იგი ჭკუასა, გონებასა, სიმართლესა, სულსა და ხორცსა და ყოველსა, რაიცა აქვს კაცსა, განეშორება მამასა თვისსა ზეციურსა და დაღუპავს ამათ ყოველთა ცოდვასა და უსჯულოებასა შინა. კაცი ცოდვილი, მიიღებს რა ღვთისაგან

აჰა, ძმანო, რა დიდი და მძიმე საქმე არის ლოცვა ჭეშმარიტი, და რაოდენსა მოითხოვს იგი შენგან ღონესა და ძალასა. როდესაც წარმოიდგენთ, რა მძიმე საქმე არის ჭეშმარიტი ლოცვა, უნებლივად ვიფიქრებთ: ვის შეუძლია შეიძინოს იგი! გარნა შენ კი, ძმაო, ადვილად უყურებ ამ საქმეს; შემოხვალ აქ (ეკლესიაში) დაფანტულითა ჰაზრითა და თან შემოიტან სოფელსა და, სოფლის ურვასა. ლოცულობ არა სულითა და გულითა, არამედ უფროსად ენითა და ხელითა. ამისთვისაც არის, რომ ლოცვა არ მოქმედობს შენს ბუნებაში. მეშინის, რომ შენ გადიხარ აქედანა არა გამართლებული და განწმენდილი, არამედ გამტყუნებული. ეს სჩანს მისგან, რომ შენ გამოხვალ რა აქედამ, მაშინვე მიიქცევი უწინდელთა შენთა საქმეთადმი. არ გამოიცვალე ხასიათი, გულფიცხელმა გული არ დაიწყნარე; გაუმაძღარმა სიხარბე არ მოიშალე; ამპარტავანმა თავი არ დაიმდაბლე. თუ ჭეშმარიტი და ნამდვილი ყოფილიყო შენი ლოცვა, მაშინ ვითარცა კარგ დროზე მოსული წვიმა მიწისაგან ნაყოფს, ეგრეთვე იგი გულისა შენისაგან გამოიხმობდა კეთილსა ჰაზრსა და საქმესა. აჰა, ძმანო, რა დიდი და მძიმე საქმე არის ლოცვა

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1