სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ამაოა ლოცვა და ღვაწლი ადამიანისა, რომელსაც გულში მოყვასის მიმართ ბოროტება და შურისძიების სურვილი აქვს. ამაოა ლოცვა და ღვაწლი ადამიანისა, რომელსაც

არც მარხვა, არც დღესასწაულები შეიძლება იყოს იქ, სადაც მტრობა და ბოროტებაა არც მარხვა, დღესასწაულები შეიძლება იყოს იქ

ვინც გულში ავის ხსოვნას ინახავს, ჰგავს კაცს, რომელსაც გულში გველი ჰყავს ჩახუტებული. ვინც გულში ავის ხსოვნას ინახავს, ჰგავს კაცს

ფუტკრების მეფეს აქვს ნესტარი, მაგრამ მას შურისძიებისათვის არ იყენებს. თუ რომელიმე ფუტკარი მეფის მაგალითს არ მიბაძავს, ისინი მალე შეინანებენ თავიანთ უგუნურებას, რადგან ნესტრით განგმირულები კვდებიან. შეისმინონ ეს იმ ქრისტიანებმა, რომელთაც აქვთ მცნება: "და ნუვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ" (რომ. 12, 17-21) ფუტკრების მეფეს აქვს ნესტარი, მაგრამ მას

თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია. თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები

ძლიერი ქარი ღრუბლებს განდევნის, ბოროტის ხსოვნა კი კეთილ გრძნობებს - სულიდან ძლიერი ქარი ღრუბლებს განდევნის, ბოროტის

ის, ვის სულშიც ბოროტის ხსოვნაა, ჰგავს ადამიანს, თივაში რომ ინახავს ცეცხლს ის, ვის სულშიც ბოროტის ხსოვნაა, ჰგავს

მდუმარებასა და მოკრძალებაშია სიმშვიდე და ცხოვრებისეული კეთილდღეობა; ხოლო, ვინც ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, ანდა გინებას - გინებით, იგი არასოდეს იქნება მშვიდი და ვერასოდეს იფიქრებს მომავალ ნეტარ ცხოვრებაზე (1 პეტრე 3, 9-11). მდუმარებასა და მოკრძალებაშია სიმშვიდე

რა საბრალო მდგომარეობაა სიძულვილს სიძულვილით მიაგო და წყენას - წყენით. მაგრამ თუკი მტერი შენზე ძლიერია? მაშინ რას მოემსახურება შენი შურისგების სიყვარული? შენი დაღუპვის დაჩქარებას ხომ არა? თანაბარი ძალების შემთხვევაში კი რას უნდა მოველოდეთ, თუ არა - ორმხრივ დაცემასა და უბედურებას? ბოლოს: მას რომც არ შესწვდეს შენთვის წინააღმდეგობის ძალა, განა ნაკლებად საშინელია ფარული განზრახვა, ვიდრე - აშკარა თავდასხმა? ხოლო ამაფორიაქებელი საზრუნავი, ცბიერება, ზრახვები, საკუთარი თავისთვის მავნე ქმედებები, მტანჯველი ფიქრები - თვით საკუთარ შეუძლებელ წარმატებაზეც კი და კიდევ უფრო მტანჯველი აზრი მოწინააღმდეგის წარმატებაზე, და ბოლოს, თვით წარმატებები, რომელსაც ახლავს სინდიდის უდიდესი მხილებანი, ზოგჯერ კი - საყოველთაო ზიზღი? ჰოი, რამდენი ტანჯვაა მოძულე გულისათვის, - ეს არის შხამი მიწაზე, ჯოჯოხეთის ცეცხლი. რა საბრალო მდგომარეობაა სიძულვილს სიძულვილით

ზეცაში მხოლოდ ის აღიყვანება, ვისაც სიყვარული აქვს, რამეთუ იქ მხოლოდ სიყვარულია. ზეცაში მხოლოდ ის აღიყვანება, ვისაც სიყვარული

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2